რეკლამაზე გაწეული ხარჯის გამოქვითვა N 0262

0262 რეკლამაზე გაწეული ხარჯის გამოქვითვა 28.06.2012
№ დოკუმენტი 0262
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

რეკლამაზე გაწეული ხარჯის გამოქვითვა N 0262

ფაქტობრივი გარემოებები

•საწარმომ რეკლამირების მიზნით შეიძინა პროდუქცია და გაავრცელა უსასყიდლოდ. აღნიშნულ საქონელს გააჩნია დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებლები

•I ვარიანტი საწარმომ საქონელი შეიძინა 2011 წელს და ამავე წელს აღნიშნული საქონლის მიწოდება სსკ-ის 102 (2)-ე მუხლის მიხედვით ასახა ერთობლივ შემოსავალში და როგორც შეძენილი საქონელი გამოქვითა ხარჯებში, აღნიშნულის გარდა საწარმომ სარეკლამო ხარჯი, იგივე ოდენობით, ჩამოწერა ხარჯებში და შეამცირა ერთობლივი შემოსავალი

•ვარიანტი II საწარმომ საქონელი შეიძინა 2012 წელს და ამავე წლის ივლისში საწარმომ აღნიშნული საქონლის მიწოდება სსკ-ის 102(2)-ე მუხლის მიხედვით ასახა ერთობლივ შემოსავალში და როგორც შეძენილი საქონელი გამოქვითა ხარჯებში

•ორივე ვარიანტში საწარმომ უსასყიდლოდ გავრცელებულ საქონელზე დარიცხული დღგ-ის თანხა გამოქვითა ერთობლივი შემოსავლიდან

შეფასება

•ვარიანტი I: ადგილი აქვს სარეკლამო საქონლის ღირებულების ორმაგად გამოქვითვას, შესაბამისად სარეკლამო საქონლის ღირებულებით შემცირებულია ერთობლივი შემოსავალი, ამასთან პირის მიერ დარიცხული დღგ-ის თანხის გამოქვითვა 2011 წლის ერთობლივი შემოსავლიდან არამართლზომიერია

• ვარიანტი II პირის ქმედება მართლზომიერია

ღონისძიებები

•ვარიანტი I: დაკორექტირდება პირის მიერ გამოსაქვითი ხარჯები და დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების შემთხვევაში პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის მიხედვით

•ვარიანტი II: პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება არ ხდება

აღნიშნულ შემთხვევაში წლები განმსაზღვრელია

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით