სარგებელი, რომელიც არ განიხილება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად N 1818

1818 სარგებელი, რომელიც არ განიხილება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად 05.10.2012
№ დოკუმენტი 1818
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

სარგებელი, რომელიც არ განიხილება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად N 1818

ფაქტობრივი გარემოებები

•საწარმო ოფისისთვის ყიდულობს უალკოჰოლო სასმელებს, ჩაის, ყავას, რომელსაც მუშაობის პროცესში იყენებენ თანამშრომლები

•საწარმო აღნიშნულს არ განიხილავს თანამშრომლისათვის სახელფასო განაცემად (სარგებლად) და არ ბეგრავს საშემოსავლო გადასახადით

•ფიზიკურ პირებს ამ ნაწილში საგადასახადო ანგარიშგება არ განუხორციელებიათ

შეფასება

•ვინაიდან საწარმოს მიერ ვერ ხდება იდენტიფიცირება რომელი თანამშრომელი რა რაოდენობის სასმელს იყენებს, აღნიშნული ფიზიკურ პირებს არ ეთვლებათ სარგებლად და შესაბამისად ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად

•საწარმოს ამ ნაწილში საგადასახადო აგენტის ვალდებულება არ წარმოეშობა

•ფიზიკურ პირებს ამ ნაწილში საშემოსავლო გადასახადის გადახდისა და დეკლარირების ვალდებულება არ წარმოეშობათ

ღონისძიებები

•საწარმოსა და ფიზიკური პირების ქმედებაში სამართალდარღვევა არ იკვეთება

ფაქტობრივ გარემოებებში იგულისხმება, რომ ოპერაციის გადაკვალიფიცირების პირობა არ არსებობს

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2012 წლის 3 სექტემბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით