ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
📄 სრული ტექსტი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №63
2018 წლის 3 აგვისტო
ქ. ლაგოდეხი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტისა და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შემოღებულ იქნეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე კვარტალში 25 000 ლარის ოდენობით;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე კვარტალში 3000 ლარის ოდენობით;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე საპრიზო ფონდის 10%-ის ოდენობით;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობებზე:
დ.ა) სამორინის თამაშობებზე – კვარტალში 250 000 ლარი;
დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე – კვარტალში 250 000 ლარი;
დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე –კვარტალში 250 000 ლარი;
ე) ლატარიების მოწყობაზე - ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10% ოდენობით.
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებ სისტემატურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 10 000 ლარის ოდენობით;
ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე კვარტალში 5 000 ლარის ოდენობით.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 ივნისის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 07.06.2022 წ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 5 ივლისის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 08.07.2024 წ.
მუხლი 2
მოსაკრებლის ადმინისტრირებას (ამოღებას) ახორციელებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
კარლო ჯამბურია
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე