არააქციზური საქონლის მიწოდება იმპორტირებული აქციზური საქონლის მიწოდებამდე (თუ არ აღემატება 100 000-ს არ უნდა დადგეს დღგ-ს გადამხდელად) N 1203

1203 არააქციზური საქონლის მიწოდება იმპორტირებული აქციზური საქონლის მიწოდებამდე (თუ არ აღემატება 100 000-ს არ უნდა დადგეს დღგ-ს გადამხდელად) 09.12.2011
№ დოკუმენტი 1203
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

არააქციზური საქონლის მიწოდება N 1203

ფაქტობრივი გარემოებები

· პირმა 13 იანვარს ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განახორციელა აქციზური საქონლის (სპირტის) იმპორტი

· ამავე წლის 5 ოქტომბერს პირმა განახორციელა 55 000 ლარის არააქციზური საქონლის მიწოდება. ხოლო 28 ოქტომბერს მოახდინა აქციზური საქონლის (სპირტის) მიწოდება. ამასთან, უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მისი დასაბეგრი ბრუნვა არ აღემატება 100 000 ლარს.

· პირმა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის საგადასახადო ორგანოს მიმართა 27 ოქტომბერს.

შეფასება

· სსკ-ის 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის (Ûძვ.221-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტის) მიხედვით, პირი, რომელიც ახდენს აქციზური საქონლის იმპორტს, ვალდებულია დადგეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაზე საქართველოში აქციზური საქონლის მიწოდებამდე

· საწარმოს ქმედება მართლზომიერია

ღონისძიებები

· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება

აღნიშნული სახელმძღვანელო გამოიყენება როგორც საწარმოს, ისე მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში.

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 5 სექტემბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც