ქრონომეტრაჟით გამოვლენილ უწყვეტი 7 კალენდარული დღის ჯამურ ბრუნვასა და გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ ქრონომეტრაჟის დაწყების დღის წინა უწყვეტი 7 კალენდარული დღის ჯამურ ბრუნვას შორის სხვაობის ზღვრული ოდენობის დადგენის შესახებ

მთავრობის დადგენილება 21.12.2010
№ დოკუმენტი 387
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 387

2010 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

ქრონომეტრაჟით გამოვლენილ უწყვეტი 7 კალენდარული დღის ჯამურ ბრუნვასა და გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ ქრონომეტრაჟის დაწყების დღის წინა უწყვეტი 7 კალენდარული დღის ჯამურ ბრუნვას შორის სხვაობის ზღვრული ოდენობის დადგენის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 287-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ქრონომეტრაჟით გამოვლენილ უწყვეტი 7 კალენდარული დღის ჯამურ ბრუნვასა (მაქსიმალური და მინიმალური დღიური ბრუნვების გამოკლებით) და გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ ქრონომეტრაჟის დაწყების დღის წინა უწყვეტი 7 კალენდარული დღის ჯამურ ბრუნვას (მაქსიმალური და მინიმალური დღიური ბრუნვების გამოკლებით) შორის სხვაობის ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 10 პროცენტით.

მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 აგვისტოს №224 დადგენილება „ქრონომეტრაჟით გამოვლენილ 7 უწყვეტი კალენდარული დღის ჯამურ ბრუნვასა და გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ ქრონომეტრაჟის დაწყების დღის წინა 7 უწყვეტი კალენდარული დღის ჯამურ ბრუნვას შორის სხვაობის ზღვრული ოდენობის დადგენის შესახებ“.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი

ნ. გილაური

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე