N 243 - 27/07/2026 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 5 თებერვლის №37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ბრძანებაში ცვლილება 27.07.2026
№ დოკუმენტი 243
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №243

2026 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 5 თებერვლის №37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 5 თებერვლის №37 ბრძანებაში (ვებგვერდი, 06/02/2026, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.017991) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული 396 მუხლის მე-8 პუნქტისა, ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.“.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2026 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე