საწესდებო კაპიტალში ქონებრივი შენატანის გამოტანა ფიზიკური პირების მიერ (ლიკვიდაცია) N 1602
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საწესდებო კაპიტალში ქონებრივი შენატანის გამოტანა ფიზიკური პირების მიერ (ლიკვიდაცია) N 1602
ფაქტობრივი გარემოებები
•დღგ-ის გადამხდელი საწარმოს დამფუძნებელია 6 ფიზიკური პირი
•კაპიტალში ქონებრივი შენატანია - თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი - შეფასებული დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ 40 000 ლარად
•მიღებულია გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ დაფუძნებიდან 1 წლის შემდეგ
•ლიკვიდაციისას, იგივე ქონება საბაზრო ღირებულებით - 80 000 ლარი - გაიტანა წილის პროპორციულად, დამფუძნებელმა ფიზიკურმა პირებმა ისე, რომ საწარმოს მიერ დაბეგვრა/წყაროსთან დაკავება არ მომხდარა
შეფასება
•საწარმოს მოგების გადასახადის მიზნებისათვის მიწის ნაკვეთის გადაცემა ჩაეთვლება მიწოდებად საბაზრო ფასით. ნამეტი თანხა (80000-40000) ჩაირთვება ერთობლივ შემოსავალში
•მიწის მიწოდება დღგ-საგან გათავისუფლებულია
•იგივე ქონების (შენატანის) უკან დაბრუნება არ ჩაითვლება დივიდენდად და საწარმოს დამფუძნებელ ფიზიკურ პირთა მიმართ წყაროსთან დაკავების ვალდებულება არ წარმოიშობა
•წილს პროპორციულად ფიზიკურ პირთა ნამეტი (80000-40000) არ თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან (სსკ 168-ე მუხლი) და ფიზიკური პირების მიერ დეკლარირებას ექვემდებარება დამოუკიდებლად
ღონისძიებები
•უნდა დაზუსტდეს საწარმოს დასაბეგრი მოგება
•უნდა დაზუსტდეს საწარმოს დღგ-ის პროპორციული ჩათვლები გათავისუფლებული მიწოდების გათვალისწინებით
•საწარმო დაჯარიმდება შესაბამისი გადასახადის დეკლარაცია(ებ)ში გადასახადის შემცირების შემთხვევაში ( სსკ 132-ე მუხლი)