კრედიტის პროცენტის გამოქვითვა (დაიშვება მიუხედავად იმისა, რომ ამ კრედიტით შეძენილ საქონელზე არ აქვს სსკ-ის შესაბამისად დოკუმენტები) N 0258

0258 კრედიტის პროცენტის გამოქვითვა (დაიშვება მიუხედავად იმისა, რომ ამ კრედიტით შეძენილ საქონელზე არ აქვს სსკ-ის შესაბამისად დოკუმენტები) 09.12.2011
№ დოკუმენტი 0258
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

კრედიტის პროცენტის გამოქვითვა N 0258

ფაქტობრივი გარემოებები

· შემოწმებით დადგინდა რომ პირს შეძენილი აქვს სამშენებლო მასალები, ძირითადი საშუალებები და საწვავი (ბენზინი), რომლის გარკვეულ ნაწილზე არ გააჩნია სპეც. ანგარიშ-ფაქტურები ან შედგენილია სსკ-ის 72-ე (ძვ.93-ე) მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევით

· პირს აღებული აქვს ბანკიდან კრედიტი, რომელიც მისივე განმარტებით მოხმარდა აღნიშნული მასალების და საწვავის შეძენას.

· აღებული სესხი შეესაბამება მის მიერ განხორციელებულ შეძენებს.

· გადამხდელს სრულად აქვს გამოქვითული სესხზე გადახდილი პროცენტი

შეფასება

· თუ სახეზეა სესხის მიზნობრიობა, მხოლოდ ის ფაქტი რომ შეძენის დოკუმენტები შედგენილია სსკ-ის 72-ე (ძვ.93-ე) მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევით, არ უნდა გახდეს სესხზე გადახდილი პროცენტების ერთობლივი შემოსავლებიდან გაუქმების საფუძველი.

· პირის ქმედება მართლზომიერია

ღონისძიებები

· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებით საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.

მოცემულ შემთხვევაში საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას მნიშვნელობა არ აქვს

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 5 სექტემბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით