N 1268-IVმს-XIმპ - 17/12/2025 - „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 17.12.2025
№ დოკუმენტი 1268-IVმს-XIმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) 147 და 148 პუნქტები:

„147. საქართველოს მოქალაქის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვა.

148. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვა.“;

 

ბ) 156 პუნქტი:

„156. საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი), აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციის მიერ (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვა.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 თებერვლიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი

 

თბილისი,17 დეკემბერი 2025 წ.

N1268-IVმს-XIმპ

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე