აქტივის მიწოდება შესყიდვის ფასზე ნაკლებ ფასად N 0709
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
აქტივის მიწოდება შესყიდვის ფასზე ნაკლებ ფასად N 0709
ფაქტობრივი გარემოებები
•საწარმომ 2009 წლის 30 იანვარს არაურთიერთდამოკი დებული პირისაგან შეიძინა მიწის ნაკვეთი 25 000 ლარად
•საწარმომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2009 წლის 15 მარტს გაასხვისა 10 000 ლარად
•დადგენილია, რომ აღნიშნულ პერიოდში საბაზრო ფასს არსებითი ცვლილება არ განუცდია
შეფასება
•პირმა აღნიშნული მიწის ნაკვეთი გაასხვისა შესყიდვის ფასზე ნაკლებ ფასად, რითაც ხელოვნურად იქნა შემცირებული საწარმოს მიერ აქტივების მიწოდებისას მიღებული მოგება
•სახეზეა სსკ-ის 210-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევა, აქტივების უსასყიდლოდ ან თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით მიწოდებისას მიმწოდებელი პირის მოგება განისაზღვრება, როგორც დადებითი სხვაობა მიწოდებული აქტივების საბაზრო ფასსა და ამ კოდექსის 211-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრულ აქტივების ღირებულებას შორის
ღონისძიებები
•სხვაობა 15 000 ლარი (25 000 ლარი - 10 000 ლარი) უნდა იქნეს ასახული საწარმოს ერთობლივ შემოსავალში და დაიბეგროს მოგების გადასახადით
•მოგების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში, საწარმო დაჯარიმდება სსკ-ის 132-ე მუხლის საფუძველზე