N 425 - 02/09/2019 - „ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ფორმებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №427 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №425
2019 წლის 2 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ფორმებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №427 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ფორმებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №427 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/01/2011, 340170000.10.003.016168) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს საბაჟო კოდექსით განსაზღვრულ კონტროლის ზონებში – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სერტიფიკატის გაცემისათვის აუცილებელია:“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.
პრემიერ - მინისტრი, მამუკა ბახტაძე
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე