გადაწყვეტილება №19281/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19281/2/2023
18.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------- 31.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19281/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 18.07.2022 წლის №18945 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №007-380 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 14.03.2023 წლის №4787 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 112 477,64 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 63 780
საშემოსავლო გადასახადი - 63 550
ქონების გადასახადი - 230
ჯარიმა - 31 964
საურავი - 16 733,64
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
სადავო დარიცხვა განხორციელებულია აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2021 წლის შემოწმების აქტით. შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.07.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2021 წლის №007-617 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.07.2022 წლის №18945 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული
დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის
დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება;
გ) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 18.07.2022 წლის №18945 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 20.12.2022 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 224 361 ლარით, მათ შორის გადასახადი 149 574 ლარით, ხოლო ჯარიმა 74 787 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 26.12.2022 წლის №007-380 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.03.2023 წლის №4787 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის მტკიცებით „გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის“ - ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
თავდაპირველ წარდგენილ საჩივარში (31.01.2022 წელს) მითითებული იყო მთელი რიგი შეცდომები, რაც დაუშვა აუდიტის დეპარტამენტმა თავდაპირველი საგადასახადო აქტის შედგენისას. მათ შორის, ჩამონათვალში იყო საკითხი, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ განკარგვადი თანხის გაანგარიშებაში საერთოდ არ ჰქონდა გათვალისწინებული ფიზიკური პირებისგან საქონლის შესყიდვა. შემოსავლების სამსახურის 18.07.2022 წლის №18945 ბრძანების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტმა გადაიანგარიშა შემოწმების შედეგები და განკარგვადი თანხის გაანგარიშებისას, გაითვალისწინა მხოლოდ ისეთი შესყიდვები, რაზეც წარდგენილი იყო შესყიდვის აქტები. იმ ფიზიკური პირებისგან საქონლის შესყიდვა, რომელზეც ვერ იქნა წარდგენილი შესყიდვის აქტები (თუმცა ამ საქონლის შემდგომი რეალიზაცია დასტურდება), არ იქნა გათვალისწინებული გაანგარიშებაში. შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ დანართი №6 – ში ვკითხულობთ: „ფაქტობრივი გარემოება სააღრიცხვო დოკუმენტაციით ან/და სხვა მტკიცებულებებით დაფიქსირებულ ხარჯზე, ან ხარჯის ნაწილზე, გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია, თუმცა, ხარჯის ფაქტობრივად გაწევის ნამდვილობა და ამ ხარჯის საჭიროება არ არის სადავო. შეფასება და შედეგი გადამხდელის მიერ გაცხადებულ და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ხარჯებს შორის დადებითი სხვაობა, ხარჯის ფაქტობრივად გაწევის პერიოდ(ებ)ში განიხილება საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ხარჯად მიიჩნევა გადამხდელის მიერ გაცხადებული ხარჯის 75%, თუ გაწეული ხარჯის ოდენობის დადგენა სხვაგვარად შეუძლებელია.
ხარჯის ფაქტობრივად გაწევის ნამდვილობა სადავო არ არის, რადგან შესყიდული საქონელი შემდგომში რეალიზებულია. ცხადია, ეს სადავო საკითხი წარმოიშვა გადაანგარიშების შემდეგ, მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების ნაწილობრივი აღსრულება (ფიზიკური პირებისგან საქონლის შესყიდვა გადაანგარიშებაში მოხვდა ნაწილობრივ) და სრულიად არამართლზომიერია, რომ ეს საკითხი ჩაითვალოს ისეთ საკითხად (როგორც ამას შემოსავლების სამსახური დაუსაბუთებლად აღნიშნავს 14.03.2023 წლის №4787 ბრძანებაში) „რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის“. აქედან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმებამ იხელმძღვანელოს ზემოთ აღნიშნული მეთოდური მითითებით და განკარგვადი თანხის გაანგარიშებისას ხარჯად ჩათვალოს გაცხადებული ხარჯის 75%. მეორე სადავო საკითხი ეხება იმას, რომ გადაანგარიშებაში განკარგვადი თანხის გაანგარიშებისას, აუდიტის დეპარტამენტმა ფულის ნაშთი გაზარდა შემოტანილ და გატანილ კაპიტალს შორის სხვაობის (50 800 ლარი) თანხით. შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ დანართი №7 შესაბამისად: „გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების ან/და ახსნა-განმარტების წარდგენის შემთხვევაში, მისი განმარტების შესაბამისად, განკარგვადი თანხა დაკვალიფიცირდება, როგორც შესაბამისი პერიოდის ბოლოს, შესაბამის პირზე გაცემული:
ა) პროცენტიანი ან უპროცენტო სესხი;
ბ) დივიდენდი;
გ) ხელფასი;
შენიშვნა: გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ან/და ახსნა-განმარტება შეიძლება მოიცავდეს როგორც ჩამოთვლილი ვარიანტების კომბინაციას, ისე შესაბამისი თანხის (თანხის ნაწილის) სხვა სახის განაცემად დაკვალიფიცირების შემთხვევას.“ ეს სადავო საკითხიც წარმოიშვა გადაანგარიშების შემდეგ. თავდაპირველ გაანგარიშებაში აუდიტის დეპარტამენტს არც კი ჰქონდა გათვალისწინებული ზემოთ აღნიშნული 50 800 ლარი. შესაბამისად, აღნიშნული საკითხის გასაჩივრების უფლება აქვს მომჩივანს და ამ შემთხვევაშიც სრულიად არამართლზომიერია, რომ ეს საკითხი ჩაითვალოს ისეთ საკითხად რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ 50 800 ლარის სხვა სახის განაცემად (კაპიტალის შემცირება) დაკვალიფიცირებას. მომჩივანი ითხოვს საშემოსავლო გადასახადში დარიცხული ძირის, 63 550 ლარის მოხსნას და შესაბამისი ჯარიმის და საურავის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 18.07.2022 წლის №18945 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 20.12.2022 წლის დასკვნა, რომლიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ: ბუღალტრული პროგრამის ასლი, დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაცია, შესყიდვის აქტები და სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები (ნაწილობრივ) დაექვემდებარა გადაანგარიშებას (შემცირებას).
მომჩივნის არგუმენტი, რომ განკარგვადი თანხის გაანგარიშებისას ხარჯად ჩათვალოს გაცხადებული ხარჯის 75%, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის 18.07.2022 წლის №18945 ბრძანებით, აღნიშნული დავალება აუდიტის დეპარტამენტს არ მიუღია.
გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი არსებითი მნიშვნელობის რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 18.07.2022 წლის №18945 ბრძანება.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 18.07.2022 წლის №18945 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 18.07.2022 წლის №18945 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
სადავო დარიცხვა განხორციელებულია აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2021 წლის შემოწმების
აქტით. შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.07.2021 წლამდე საანგარიშო
პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის
დეპარტამენტის 30.12.2021 წლის №007-617 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების
სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 18.07.2022 წლის №18945 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;