გადაწყვეტილება №17943/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№17943/2/2022
09.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 9.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "------" 5.10.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17943/2/2022).
დავის საგანი:
ინვენტარიზაციით გამოვლენილ აღურიცხავ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებსა და დანაკლისზე შეფარდებული ჯარიმები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.04.2022 წლის №CB1300287 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.04.2022 წლის №CB1300291 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
3. შემოსავლების სამსახურის 7.09.2022 წლის №23127 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 17 978.77 ლარი.
მათ შორის:
ჯარიმა - 3 308.4 (სსკ-ის 286.4 მუხლი)
ჯარიმა - 14 670.37 (სსკ-ის 286.9 მუხლი)
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 15 ნოემბერის №35453 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით (დღგ-სა და 10.53%-იანი ფასნამატის გათვალისწინებით) შეადგინა 146 703.67 ლარი, რაზეც მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 6 აპრილს №CB1300287 სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლი მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 14 670.37 ლარის ოდენობით, ხოლო ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა აღურიცხავმა სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობებმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 6 616.8 ლარი, რაზეც №CB1300291 საგადასახადო 2 სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლი მე-4 ნაწილით განსაზღვრული სანქცია - ჯარიმა 3 308.4 ლარის ოდენობით.
ორივე სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.09.2022 წლის №23127 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 49- ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე და ამავე მუხლის 22-ე ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებზე, აღნიშნავს რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე და მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ქონდა მტკიცებულებები და არგუმენტები, რაც არ იქნა გაზიარებული, შესაბამისად, წინამდებარე საჩივარს, უახლოეს დღეებში თან დაურთავს მტკიცებულებებსა და დამატებით არგუმენტებს, რომელთა საფუძველზე მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სამართალდარღვევის ოქმები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე და ასევე, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილება №23127.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლოსალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 და 22-ე ნაწილების თანახმად:
11. დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური 3 ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.
კარგი.
22. სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
2. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი დგება არანაკლებ ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომლებიც რჩება სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეებთან. საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
დადგენილია, რომ ინვენტარიზაციის დაწყებისას გადასახადის გადამხდელს ჩამოერთვა ხელწერილი მასზედ, რომ შემოსავლისა და გასავლის ყველა დოკუმენტაცია ჩაბარებულია ბუღალტერიაში, ყველა მიღებული სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობები აღებულია შემოსავალში, ხოლო გაცემული ჩამოწერილია გასავალში, ასევე ხელწერილი, რომ არ ჩაუტარებია სასაქონლომატერიალურ ფასეულობების ინვენტარიზაცია, შესაბამისად, არ აქვს ინფორმაცია ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ, რომელსაც ასახავდა საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და მიაწვდიდა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის დაწყებამდე.
ამასთან, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაევალა ხელწერილის დაწერა არადეკლარირებულ საანგარიშო პერიოდში (1.10.2021-15.11.2021) მიწოდებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით, სადაც დააფიქსირა, რომ აღნიშნული შეადგენდა 27 822.49 ლარს.
გადასახადის გადამხდელის ობიექტებში, 2021 წლის 15 ნოემბრის მდგომარეობით, აღმოჩნდა სულ 50 930.7 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები პირვანდელი ღირებულებით. საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა 2019 წლის 26 აგვისტოდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე პერიოდი (2021 წლის 15 ნოემბერი).
აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 7 ივნისის №1840 ბრძანებით ჩატარებული კამერალური საგადასახადო შემოწმებით დადგენილმა საანგარიშო პერიოდის სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების საწყისმა ნაშთმა შეადგინა 154 523 ლარი.
საბაჟო დოკუმენტაციის, ინვოისების და სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შეძენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების პირვანდელმა ღირებულებამ შეადგინა 1 757 864.95 ლარი.
2019 წლის 26 აგვისტოდან 2021 წლის პირველ ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდების განმავლობაში, რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების ანგარიშის საფუძვლად აღებულ იქნა დღგ-ის შესაბამისი თვეების დეკლარაციებში მითითებული დასაბეგრი ბრუნვები დღგ-ის ჩათვლით, რომელმაც შეადგინა 1 729 375.67 ლარი.
2021 წლის პირველი ოქტომბრიდან 2021 წლის 15 ნოემბრამდე პერიოდის განმავლობაში, რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულებად აღებულ იქნა საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემები, რომელმაც ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით შეადგინა 27 822.49 ლარი.
ფასნამატად აღებულ იქნა 10.53%, რომლის ანგარიში დაეყრდნო დანართი №16-ის და დანართი №21–ის მონაცემებს, კერძოდ, შედარებულ იქნა ფაქტობრივად აღწერილი და ამავდროულად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (დღგ-ის გარეშე) საბაზრო ღირებულება და შეძენის ჯამური ღირებულება.
ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე, ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (2021 წლის 15 ნოემბერი) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ბუღალტრულმა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 163 411.6 ლარი.
2022 წლის 26 იანვარს კომპანიის დირექტორს ჩაბარდა შეტყობინება (მიმდინარე კონტროლის განხორციელებისას, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგების გადაწყვეტილების პროექტი). გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული შეტყობინების პასუხად 2022 წლის 2 თებერვალს წარადგინა განცხადება №"-------" სადაც აღნიშნა, რომ პროექტს არ ეთანხმება. კერძოდ, აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაწილში, მისი განმარტებით შეუძლია დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის ნაწილში არ დაეთანხმა ინვენტარიზაციის განმახორციელებელი პირის მიერ დადგენილ საშუალო შეწონილ ფასნამატს 10.53%-ს, რომელიც გამოყენებული იყო სასაქონლომატერიალური ფასეულობების სააღრიცხვო (საბუღალტრო) ნაშთის დასადგენად და ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაკლებობის - დანაკლისის საბაზრო ფასის განსაზღვრისას, აგრეთვე არ მიაჩნია სწორად არაპირდაპირი მეთოდით ბუღალტრული ნაშთის დადგენა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სათათბირო (მედიაციის) საბჭოზე ჩაინიშნა გადასახადის გადამხდელის პოზიციის განხილვის პროცედურა, რომელზეც გადასახადის გადამხდელი არ გამოცხადდა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს 2022 წლის 17 მარტის №3 სხდომის ოქმით საკითხი დარჩა განუხილველი.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევებზე შედგა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 6 აპრილის №CB1300287 და №CB1300291 საგადასახადო 5 სამართალდარღვევის ოქმები და გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა ჯარიმები საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილების შესაბამისად.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ქონდა მტკიცებულებები და არგუმენტები, რაც არ იქნა გაზიარებული, წინამდებარე საჩივარს, უახლოეს დღეებში თან დაურთავს მტკიცებულებებსა და დამატებით არგუმენტებს, მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სამართალდარღვევის ოქმები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, მაგრამ არ წარმოადგენს მტკიცებულებებს/არგუმენტებს, რაც მის პოზიციას გაამყარებდა და შესაძლებელია გავლენა მოეხდინა ინვენტარიზაციით დადგენილ შედეგებზე. ამდენად, მომჩივნის არგუმენტები დაუსაბუთებელი და ზოგადია
საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.