N 372 - 04/08/2026 - „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 04.08.2026
№ დოკუმენტი 372
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №372

2026 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში (სსმ, №94, 12/08/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლს 31 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:

„32. სამონადირეო მეურნეობის ფართობი არ უნდა იყოს ფრაგმენტირებული (დანაწევრებული), ფართობის საზღვრებს შორის უნდა იყოს უწყვეტი ურთიერთდაკავშირებული სახმელეთო მონაკვეთი, რომელზედაც შესაძლებელი უნდა იყოს სამონადირეო მეურნეობის მიზნების მიღწევა და სანადირო საქმიანობის შეუფერხებლად წარმოება. სამონადირეო მეურნეობის ფართობი არ უნდა იყოს 200 ჰა-ზე ნაკლები. ამასთან, დაუშვებელია სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის გაცემა, თუ ტერიტორია ტრადიციულად გამოიყენება გადამფრენ სანადირო სახეობებზე ნადირობისათვის.“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე