ძირითადი საშუალების გამოქვითვა N 0201

0201 ძირითადი საშუალების გამოქვითვა - (ძალადაკარგული) 26.07.2011
№ დოკუმენტი 0201
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ძირითადი საშუალების გამოქვითვა N 0201

ფაქტობრივი გარემოებები

· 2011 წლამდე საწარმომ უსასყიდლოდ მიღებული ძირითადი საშუალება საბაზრო ღირებულებით ასახა ერთობლივ შემოსავალში

· ძირითადი საშუალების ღირებულება იმავე წელს ექსპლუატაციაში გადაცემისთანავე სრულად გამოიქვითა

შეფასება

· უსასყიდლოდ მიღებული ძირითადი საშუალება სწორად აისახა ერთობლივ შემოსავალში

· აქტივი უნდა შეტანილიყო შესაბამის ჯგუფში და დარიცხვოდა ამორტიზაცია

· გადამხდელმა გაზარდა გამოსაქვითი ხარჯი

ღონისძიებები

· უნდა განისაზღვროს ამორტიზაციის თანხა

· ფაქტობრივად გამოქვითული და ამორტიზაციის თანხებს შორის სხვაობით უნდა შემცირდეს გამოქვითვები

· დასაბეგრი მოგების შემცირების შემთხვევაში, უნდა მოხდეს მოგების გადასახადის დარიცხვა

· დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში საწარმო დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ან ძვ 132-ე) მუხლით

სსკ-ის თანახმად სრულად გამოქვითვის შემთხვევაში ვითვალისწინებთ ძირითადი საშუალების ექსპლუატაციაში გადაცემის მომენტს.

სახელმძღვანელო ვრცელდება 2011 წლამდე საგადასახადო პერიოდებზე

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით