N 509-IIმს-XIმპ - 29/04/2025 - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1064 მუხლი:
„მუხლი 1064. რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესის დარღვევა
რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესის დარღვევა −
გამოიწვევს პირის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 500 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით.“.
2. 211-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. ამ კოდექსის 1064 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და პირისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილ პირს.“.
3. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 102 ნაწილი:
„102. ამ კოდექსის 1064 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
თბილისი,29 აპრილი 2025 წ.
N509-IIმს-XIმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე