„ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე
📄 სრული ტექსტი
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №238
2023 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
„ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“.
მუხლი 2
დადგენილება, გარდა M3, N1, N2 და N3 კატეგორიების ავტომობილებისთვის, სატვირთო-სამგზავრო ძარას მქონე ავტომობილებისა და სამედიცინო დანიშნულების ავტომობილებისათვის ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №492 - ვებგვერდი, 19.12.2023წ.
მუხლი 3
M3, N1, N2 და N3 კატეგორიების ავტომობილებისთვის, სატვირთო-სამგზავრო ძარას მქონე ავტომობილებისა და სამედიცინო დანიშნულების ავტომობილებისათვის ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №492 - ვებგვერდი, 19.12.2023წ.
ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრი
ტექნიკური რეგლამენტი − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. „ტექნიკური რეგლამენტი − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ (შემდგომში − რეგლამენტი) შემუშავებულია „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე.
2. ეს რეგლამენტი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევებთან (გამონაბოლქვი) დაკავშირებულ მოთხოვნებს, რომლებიც ექვემდებარებიან პირველად რეგისტრაციას ან დროებით რეგისტრაციას.
3. ამ რეგლამენტის მოთხოვნები ვრცელდება საქართველოში შიგაწვის ძრავით აღჭურვილ M1, M2, M3 და N1, N2, N3 კატეგორიების იმ ავტოსანტრასპორტო საშუალებებზე, რომლებიც ექვემდებარებიან პირველად რეგისტრაციას და M1, M2, M3 და N1, N2 კატეგორიების იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ექვემდებარებიან დროებით რეგისტრაციას.
4. ამ რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას, ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორიის, ტიპის, დანიშნულების ან ამავე რეგლამენტით განსაზღვრული სხვა მახასიათებლის/ მონაცემის დადგენის მიზნით, გარდა ამავე რეგლამენტის მიზნებისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის ზღვრული ნორმების ან/და მისი ტოლფასი სტანდარტების დადგენისა, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია:
ა) დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა;
ბ) დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, მიმართოს ავტომობილის მწარმოებელს.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 15 აპრილის დადგენილება №117 - ვებგვერდი, 17.04.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 20 ოქტომბრის დადგენილება №465 - ვებგვერდი, 21.10.2025წ.
მუხლი 2. რეგლამენტის მიზანი
ამ რეგლამენტის მიზანია:
ა) დაიცვას ადამიანის ჯანმრთელობა და გარემო ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევებით (გამონაბოლქვით) მიყენებული ზიანისგან;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღება.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები
1. ამ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება (შემდგომში − ავტომობილი) – ტერმინი განიმარტება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ბ) შიგაწვის ძრავა − თბური ძრავა, რომლის შიგნით ხდება საწვავჰაერის ნარევის წვით გამოყოფილი სითბოს ნაწილის მექანიკურ მუშაობაში გარდაქმნა;
გ) იძულებითი აალებადი ძრავა − შიგაწვის ძრავა, რომელიც მუშაობს ნაპერწკლით აალების პრინციპზე;
დ) შეკუმშვით აალებადი ძრავა − შიგაწვის ძრავა, რომელიც მუშაობს შეკუმშვით აალების პრინციპზე;
ე) ბუნებრივ აირზე მომუშავე ძრავა − ბუნებრივ აირზე მომუშავე შიგაწვის ძრავა, რომელიც მუშაობს ნაპერწკლით აალების პრინციპზე;
ვ) სრული მასა – ტერმინი განიმარტება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ზ) გამონაბოლქვი – ავტოსატრანსპორტო საშუალებების შიგაწვის ძრავის მუშაობისა და საწვავის აორთქლების შედეგად წარმოქმნილი გაფრქვევა, რომელიც შეიცავს ისეთ მავნე ნივთიერებებს, როგორიცაა: ნახშირბადის მონოქსიდი, ნახშირწყალბადები, აზოტის ოქსიდები და მყარი ნაწილაკები;
თ) გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები − ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვისთვის დადგენილი ზღვრული ნორმები, რომლებიც გამოხატავს ერთეული ავტომობილის გარბენზე ან შიგაწვის ძრავას მუშაობაზე გადაანგარიშებულ ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების მაქსიმალურად დასაშვებ რაოდენობას;
ი) კლასიკური ავტომობილი – მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
ი.ა) წლოვანება აღემატება 40 წელს;
ი.ბ) შესაბამისი მოდელის სატრანსპორტო საშუალება მოხსნილია წარმოებოდან.
კ) დაუტვირთავი მასა (დაუტვირთავი წონა) – ტერმინი განიმარტება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ლ) სტანდარტული მასა – სატრანსპორტო საშუალების დაუტვირთავი მასა (დაუტვირთავი წონა), რომელზეც დამატებულია 100 კგ.
მ) გამონაბოლქვის ზღვრული ნორმების ტოლფასი სტანდარტი არაუმეტეს 2610 კგ სტანდარტული მასის M1, M2, N1 და N2 კატეგორიების ავტომობილებისთვის − ევროკავშირის ევრო 5 სტანდარტი − იძულებითი აალებადი ძრავის, ხოლო ევრო 5ბ სტანდარტი − შეკუმშვით აალებადი ძრავის შემთხვევაში (EC/715/2007 რეგულაცია); გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის 83-ე რეგულაციის მე-6 ცვლილებით გათვალისწინებული სტანდარტები (ე. წ. ეკოლოგიურობის მე-5 კლასი); აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს მე-2 დონის მეხუთე ჯგუფის ან/და კალიფორნიის მე-2 დონის ულტრა დაბალი ემისიის ავტომობილის (ULEV) სტანდარტი; ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის „ჩინეთი 5“ სტანდარტი; იაპონიის „პოსტ ახალი გრძელვადიანი სტანდარტი;
მ1) გამონაბოლქვის ზღვრული ნორმების ტოლფასი სტანდარტი M3 და N3 კატეგორიების ავტომობილებისა და 2610 კგ-ზე მეტი სტანდარტული მასის M1, M2, N1 და N2 კატეგორიების ავტომობილებისთვის − ევროკავშირის ევრო V (2005/55/EC დირექტივის I დანართის 6.2.1 პუნქტის ცხრილების B2 რიგები) სტანდარტი; გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის 49-ე რეგულაციის მე-5 ცვლილების B2 რიგები (2008 წელი) გათვალისწინებული სტანდარტი; აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს მე-2 დონის მეხუთე ჯგუფის ან/და კალიფორნიის მე-2 დონის ულტრა დაბალი ემისიის ავტომობილის (ULEV) ან/და აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს 2001 წლის საბოლოო წესით („ახალი ავტომობილებიდან ჰაერის დაბინძურების კონტროლის შესახებ − მძიმე სატვირთო ავტომობილის ძრავისა და ავტომობილის სტანდარტები და საავტომობილო დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობის კონტროლის მოთხოვნები“) დადგენილი გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები; იაპონიის 2005 წლის „ახალი გრძელვადიანი სტანდარტებით“ დადგენილი გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები; ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის „ჩინეთი 5“ სტანდარტი;
[მ) გამონაბოლქვის ზღვრული ნორმების ტოლფასი სტანდარტი არაუმეტეს 2610 კგ სტანდარტული მასის M1, M2, N1 და N2 კატეგორიების ავტომობილებისთვის − ევროკავშირის ევრო 5 სტანდარტი − იძულებითი აალებადი ძრავის, ხოლო ევრო 5ბ სტანდარტი − შეკუმშვით აალებადი ძრავის შემთხვევაში (EC/715/2007 რეგულაცია); გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის 83-ე რეგულაციის მე-6 ცვლილებით გათვალისწინებული სტანდარტები (ე. წ. ეკოლოგიურობის მე-5 კლასი); აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს მე-2 დონის მეხუთე ჯგუფის ან/და კალიფორნიის მე-2 დონის ულტრადაბალი ემისიის ავტომობილის (ULEV) სტანდარტი; ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის „ჩინეთი 5“ სტანდარტი; იაპონიის „პოსტ ახალი გრძელვადიანი სტანდარტი“; კორეის რესპუბლიკის ჰაერის ხარისხის კონსერვაციის აქტის აღმასრულებელი განკარგულების №17 დანართით განსაზღვრული 2009 წლის ულტრადაბალი ემისიის ავტომობილის (ULEV) სტანდარტი იძულებით აალებადი ძრავის, ხოლო შეკუმშვით აალებადი ძრავის შემთხვევაში − ამავე დანართით განსაზღვრული 2014 წლის სტანდარტი;
მ1) გამონაბოლქვის ზღვრული ნორმების ტოლფასი სტანდარტი M3 და N3 კატეგორიების ავტომობილებისა და 2610 კგ-ზე მეტი სტანდარტული მასის M1, M2, N1 და N2 კატეგორიების ავტომობილებისთვის − ევროკავშირის ევრო V (88/77/EEC და 2005/55/EC დირექტივების I დანართის 6.2.1 პუნქტის ცხრილების B2 რიგები) სტანდარტი; გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის 49-ე რეგულაციის მე-5 ცვლილების B2 რიგები (2008 წელი) გათვალისწინებული სტანდარტი; აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს მე-2 დონის მეხუთე ჯგუფის ან/და კალიფორნიის მე-2 დონის ულტრა დაბალი ემისიის ავტომობილის (ULEV) ან/და აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს 2001 წლის საბოლოო წესით („ახალი ავტომობილებიდან ჰაერის დაბინძურების კონტროლის შესახებ − მძიმე სატვირთო ავტომობილის ძრავისა და ავტომობილის სტანდარტები და საავტომობილო დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობის კონტროლის მოთხოვნები“) დადგენილი გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები; ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის „ჩინეთი 5“ სტანდარტი; იაპონიის 2005 წლის „ახალი გრძელვადიანი სტანდარტებით“ დადგენილი გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები; კორეის რესპუბლიკის ჰაერის ხარისხის კონსერვაციის აქტის აღმასრულებელი განკარგულების №17 დანართით განსაზღვრული 2009 წლის სტანდარტები; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 აპრილიდან)]
ნ) არასაგზაო დანიშნულების მოძრავი მანქანები – ნებისმიერი მოძრავი მანქანა, გადასაზიდი საწარმოო მოწყობილობა ან სატრანსპორტო საშუალება ძარით ან მის გარეშე, რომელიც არ არის განკუთვნილი გზაზე ადამიანების
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №492 - ვებგვერდი, 19.12.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 10 ივლისის დადგენილება №225 - ვებგვერდი, 11.07.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 15 აპრილის დადგენილება №117 - ვებგვერდი, 17.04.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 თებერვლის დადგენილება №56 - ვებგვერდი, 13.02.2026წ.
მუხლი 4. რეგულირების საგანი
1. ამ რეგლამენტის რეგულირების საგანია დანართი 1-ითა და დანართ 2-ით განსაზღვრული შიგაწვისძრავიანი ავტომობილები მათი საქართველოში პირველადი რეგისტრაციისას ან/და დროებითი რეგისტრაციისას (გარდა N3 კატეგორიის ავტომობილების დროებითი რეგისტრაციისა) გამონაბოლქვის ზღვრული ნორმების დადგენის მიზნით.
11. ამ დადგენილების მიზნებისთვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241 მუხლით გათვალისწინებული სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული ავტომობილის რეგისტრაცია და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა არ ჩაითვლება მის საქართველოში პირველად რეგისტრაციად ან/და დროებით რეგისტრაციად.
2. ეს რეგლამენტი არ ვრცელდება:
ა) M1 და M2 კატეგორიების კლასიკურ ავტომობილებზე;
ბ) სპორტულ ავტომობილზე, რომელიც არ არის განკუთვნილი საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის მისაღებად;
გ) სპეციალური დანიშნულების ავტომობილზე, შეჯავშნული კორპუსით;
დ) სახანძრო, სამაშველო დანიშნულების, სპეციალური საპოლიციო ან/და თავდაცვის ძალების ღონისძიებების შესრულებისათვის გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებებზე;
ე) ავტომობილებზე, რომელთა:
ე.ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია/ასახვა ან გადამზიდავ სატრანსპორტო საშუალებაზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის/რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის გამოწერა განხორციელდა 2024 წლის 1 იანვრამდე;
ე.ბ) ტრანსპორტირება დაწყებულია 2024 წლის 1 იანვრამდე, რაც დასტურდება კონოსამენტით, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს საზღვაო გადამზიდავის მიერ ავტომობილის გემზე მიღების თარიღი ან საზღვაო გადამზიდავის მიერ გაცემული დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს ავტომობილის საზღვაო კონტეინერში ჩატვირთვას ან/და გამომგზავნ საზღვაო პორტში მიღებას 2024 წლის 1 იანვრამდე. ამასთანავე, ასეთი დოკუმენტი, სხვა მონაცემებთან ერთად, უნდა შეიცავდეს კონტეინერის ნომერსა და ავტომობილის საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერს.
ვ) საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის, ელჩებისათვის, დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის, საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის და დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის განკუთვნილ ავტომობილებზე;
ზ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილებზე;
თ) ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა დამამზადებლის მიერ დადგენილი მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე არ აღემატება 25 კმ/სთ-ს, ასევე არასაგზაო დანიშნულების მოძრავ მანქანებზე.
ი) M3, N1, N2 და N3 კატეგორიების ავტომობილებზე, სატვირთო-სამგზავრო ძარას მქონე ავტომობილებსა და სამედიცინო დანიშნულების ავტომობილებზე, რომელთა:
ი.ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია/ასახვა ან გადამზიდავ სატრანსპორტო საშუალებაზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის/რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის გამოწერა განხორციელდა 2025 წლის 1 იანვრამდე;
ი.ბ) ტრანსპორტირება დაწყებულია 2025 წლის 1 იანვრამდე, რაც დასტურდება კონოსამენტით, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს საზღვაო გადამზიდავის მიერ ავტომობილის გემზე მიღების თარიღი ან საზღვაო გადამზიდავის მიერ გაცემული დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს ავტომობილის საზღვაო კონტეინერში ჩატვირთვას ან/და გამომგზავნ საზღვაო პორტში მიღებას 2025 წლის 1 იანვრამდე. ამასთანავე, ასეთი დოკუმენტი, სხვა მონაცემებთან ერთად, უნდა შეიცავდეს კონტეინერის ნომერსა და ავტომობილის საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერს.
ი.გ) საავტომობილო ან სარკინიგზო ტრანსპორტით ტრანსპორტირება დაწყებულია 2025 წლის 1 იანვრამდე, რაც დგინდება შესაბამისი გადაზიდვის დამადასტურებელი ზედნადების (საავტომობილო ტრანსპორტის შემთხვევაში − ავტომობილით საერთაშორისო საგზაო გადაზიდვის ხელშეკრულების დადების დამადასტურებელი ზედნადების (CMR)/გადამზიდავის მიერ გაცემული სხვა დოკუმენტის საშუალებით, რომლითაც დასტურდება ავტომობილის/ტვირთის გადასაზიდად მიღება/ჩატვირთვა 2025 წლის 1 იანვრამდე და შეიცავს ავტომობილის საიდენტიფიკაციო (VIN/შასის) ნომერს ან/და ავტომობილის თაობაზე სხვა მონაცემს, რომლის მეშვეობით შესაძლებელი ხდება გადამზიდავის მიერ გადასაზიდად მიღებული/ ჩატვირთული ავტომობილის იდენტიფიკაცია და თუ ავტომობილის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია/ასახვა ან გადამზიდავ სატრანსპორტო საშუალებაზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის/რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის გამოწერა განხორციელდა 2025 წლის 1 აპრილამდე;
ი.დ) თავისი სვლით ტრანსპორტირება დაწყებულია 2025 წლის 1 იანვრამდე, რაც დადასტურებულად მიიჩნევა ავტომობილის შეძენის თაობაზე 2025 წლის 1 იანვრამდე შედგენილი/გაცემული საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებით/ანგარიშ-ფაქტურით (ინვოისით)/სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობით ან ამონაწერით სატრანსპორტო საშუალების მოწმობიდან, რომელშიც ასახულია სატრანსპორტო საშუალებისა და მისი მესაკუთრის (შემძენის) მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და თუ ავტომობილის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია/ასახვა ან გადამზიდავ სატრანსპორტო საშუალებაზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის/რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის გამოწერა განხორციელდა 2025 წლის 1 აპრილამდე.
კ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241 მუხლით გათვალისწინებული სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ შეძენილი და საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული ავტომობილის (უცხოური საქონელი) რეგისტრაციაზე, საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცევის ვადით.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №492 - ვებგვერდი, 19.12.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №544 - ვებგვერდი, 29.12.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 მარტის დადგენილება №116 - ვებგვერდი, 01.04.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 10 ივლისის დადგენილება №225 - ვებგვერდი, 11.07.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №447 - ვებგვერდი, 28.12.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 15 აპრილის დადგენილება №117 - ვებგვერდი, 17.04.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 17 ივნისის დადგენილება №221 - ვებგვერდი, 18.06.2025წ.
მუხლი 5. ავტომობილების მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის (გამონაბოლქვის) მოთხოვნები
1. მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმები M1 და M2 კატეგორიების ავტომობილებისთვის, რომელთა სტანდარტული მასა ნაკლებია ან ტოლია 2610 კილოგრამის, წარმოდგენილია დანართ 3-ში.
2. მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმები N1 და N2 კატეგორიების ავტომობილებისთვის, რომელთა სტანდარტული მასა ნაკლებია ან ტოლია 2610 კილოგრამის, წარმოდგენილია დანართ 4-ში.
3. მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმები M3 და N3 კატეგორიების ავტომობილებისთვის წარმოდგენილია დანართ 5-ში.
4. მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმები M1, M2 და N1, N2 კატეგორიების ავტომობილებისთვის, რომელთა სტანდარტული მასა აღემატება 2610 კილოგრამს, წარმოდგენილია დანართ 5-ში.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №492 - ვებგვერდი, 19.12.2023წ.
მუხლი 6. ავტომობილების გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრულ ნორმებთან შესაბამისობის დადგენა მათი პირველადი ან დროებითი რეგისტრაციისას
1. საქართველოში დაშვებულია მხოლოდ ისეთი M1, M2, M3 და N1, N2, N3 კატეგორიების ავტომობილების პირველადი რეგისტრაცია და M1, M2, M3 და N1, N2 კატეგორიების ავტომობილების დროებითი რეგისტრაცია, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ ერთ-ერთ პირობას:
ა) რეგისტრირებულნი იყვნენ მე-6 დანართით განსაზღვრულ ქვეყნებში (რაც დასტურდება დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი რეგისტრაციის ან რეგისტრაციიდან მოხსნის ამსახველი დოკუმენტით) და აკმაყოფილებენ აღნიშნული დანართის მოთხოვნებს;
ბ) მიუხედავად იმისა, რეგისტრირებულნი იყვნენ თუ არა ექსპორტის ქვეყანაში, ექსპორტი განხორციელდა მე-6 დანართით განსაზღვრული ქვეყნებიდან (რაც დასტურდება დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან) და აკმაყოფილებენ აღნიშნული დანართის მოთხოვნებს;
ბ1) წარმოებულ იქნენ ამ რეგლამენტის მე-6 დანართით განსაზღვრულ ქვეყანაში, რაც დასტურდება დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციიდან და ექსპორტი განხორციელდა იმ ქვეყნიდან, რომელიც არ არის მითითებული აღნიშნულ დანართში ან უცნობია ექსპორტის ქვეყანა. ამასთან, აკმაყოფილებენ აღნიშნული დანართის მოთხოვნებს და ამ რეგლამენტის მე-3, მე-4 და მე-5 დანართებით გათვალისწინებულ მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრულ ნორმებს, რაც დასტურდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) მიერ გაცემული დასკვნით;
გ) აკმაყოფილებენ მე-3, მე-4 და მე-5 დანართებით გათვალისწინებულ მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრულ ნორმებს, რაც დასტურდება სააგენტოს მიერ გაცემული დასკვნით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ერთ წლამდე ავტომობილებს რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებთან ერთად ასევე უნდა ახლდეს სააგენტოს მიერ გაცემული დასკვნა, რომლითაც დასტურდება ავტომობილის გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმების ამ რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობა. აღნიშნული დასკვნის მისაღებად, დაინტერესებულმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს სააგენტოს და წარუდგინოს ევროპისთვის გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) მიერ აღიარებული ავტომობილის ტიპის დამტკიცების ორგანოების/ტექნიკური მომსახურების ცენტრების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი ან/და ავტომობილის მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი ან/და ავტომობილის მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს შესაბამისი ავტომობილის მარკა, ძრავის ნომერი, ძრავის მოცულობა, ამასთანავე, გამონაბოლქვის მონაცემები ან/და ამ დადგენილებით განსაზღვრული გამონაბოლქვის ზღვრული ნორმების ტოლფასი ან უფრო მაღალი სტანდარტი. აშშ-ში ან აშშ-ის ბაზრისთვის წარმოებული ავტომობილებისთვის, აღნიშნული დოკუმენტაციის ნაცვლად, დაინტერესებულ პირს შეუძლია, წარადგინოს აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი, სერტიფიკატის შემაჯამებელი ინფორმაცია, შესაბამის ავტომობილზე განთავსებული ავტომობილის გაფრქვევების შესახებ ეტიკეტის ფოტოასლი და საიდენტიფიკაციო ნომრ(ებ)ის ეტიკეტის ფოტოასლი. განცხადებას თან უნდა ახლდეს წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის შესაბამისი ავტომობილ(ებ)ის მარკა, მოდელი, ძრავის ნომერი, ძრავის მოცულობა, გამოშვების წელი, ექსპორტისა და წარმოების ქვეყანა და საიდენტიფიკაციო ნომერი/ნომრები (VIN კოდ(ებ)ი).
21. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ერთი წლისა და მეტი ასაკის ავტომობილებს რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებთან ერთად ასევე უნდა ახლდეს სააგენტოს მიერ გაცემული დასკვნა, რომლითაც დასტურდება ავტომობილის გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმების ამ რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობა. აღნიშნული დასკვნის მისაღებად, დაინტერესებულმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს სააგენტოს და წარუდგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია ან/და შესაბამისი ავტომობილის მწარმოებლის საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლის/დილერის მიერ მასთან არსებული ინფორმაციის საფუძველზე გაცემული დოკუმენტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს შესაბამისი ავტომობილ(ებ)ის გამონაბოლქვის მონაცემები ან/და ამ დადგენილებით განსაზღვრული გამონაბოლქვის ზღვრული ნორმების ტოლფასი ან უფრო მაღალი სტანდარტი. განცხადებას თან უნდა ახლდეს წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის შესაბამისი ავტომობილ(ებ)ის მარკა, მოდელი, ძრავის ნომერი, ძრავის მოცულობა, გამოშვების წელი, ექსპორტისა და წარმოების ქვეყანა და საიდენტიფიკაციო ნომერი/ნომრები (VIN კოდ(ებ)ი).
3. იმ ექსპორტიორი ქვეყნებიდან იმპორტირებული ავტომობილის მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმების ამ რეგლამენტის მე-3, მე-4 და მე-5 დანართებით გათვალისწინებულ ნორმებთან შესაბამისობის შესახებ დასკვნის ასაღებად, რომლებიც არაა მითითებული ამავე რეგლამენტის მე-6 დანართში, დაინტერესებულმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს სააგენტოს და წარუდგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული ავტომობილის შესაბამისობის სერტიფიკატი და ავტომობილის ტიპის დამტკიცების დოკუმენტი ან/და ევროპისთვის გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) მიერ აღიარებული ავტომობილის ტიპის დამტკიცების ორგანოების/ ტექნიკური მომსახურების ცენტრების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს შესაბამისი მოდელის ავტომობილის გამონაბოლქვის მონაცემები. აშშ-ის ბაზრისთვის წარმოებული ავტომობილებისთვის, აღნიშნული დოკუმენტაციის ნაცვლად, დაინტერესებულ პირს შეუძლია, წარადგინოს აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი, სერტიფიკატის შემაჯამებელი ინფორმაცია, შესაბამის ავტომობილზე განთავსებული ავტომობილის გაფრქვევების შესახებ ეტიკეტის ფოტოასლი და საიდენტიფიკაციო ნომრ(ებ)ის ეტიკეტის ფოტოასლი. განცხადებას თან უნდა ახლდეს წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის შესაბამისი ავტომობილ(ებ)ის მარკა, მოდელი, ძრავის ნომერი, ძრავის მოცულობა, გამოშვების წელი, ექსპორტის ქვეყანა და საიდენტიფიკაციო ნომერი/ნომრები (VIN კოდ(ებ)ი).
31. ამ რეგლამენტის მე-6 დანართით განსაზღვრული ქვეყნებიდან ექსპორტირებული ან მე-6 დანართით განსაზღვრულ ქვეყანაში წარმოებული ავტომობილის, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნული დანართის მოთხოვნებს, მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმების ამ რეგლამენტის მე-3, მე-4 და მე-5 დანართებით გათვალისწინებულ ნორმებთან შესაბამისობის შესახებ დასკვნის ასაღებად, დაინტერესებულმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს სააგენტოს და წარუდგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული ინდივიდუალური ავტომობილის შესაბამისობის სერტიფიკატი ან/და ევროპისთვის გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) მიერ აღიარებული ავტომობილის ტიპის დამტკიცების ორგანოების/ტექნიკური მომსახურების ცენტრების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს შესაბამისი მოდელის ავტომობილის გამონაბოლქვის მონაცემები. ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში წარმოებული ავტომობილებისთვის, აღნიშული დოკუმენტაციის ნაცვლად, დაინტერესებულ პირს შეუძლია, წარადგინოს მწარმოებლის მიერ ინდივიდუალურ ავტომობილზე გაცემული დოკუმენტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს შესაბამისი მოდელის ავტომობილის გამონაბოლქვის მონაცემები. აშშ-ში ან აშშ-ის ბაზრისთვის წარმოებული ავტომობილებისთვის, აღნიშნული დოკუმენტაციის ნაცვლად, დაინტერესებულ პირს შეუძლია, წარადგინოს აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი, სერტიფიკატის შემაჯამებელი ინფორმაცია, შესაბამის ავტომობილზე განთავსებული ავტომობილის გაფრქვევების შესახებ ეტიკეტის ფოტოასლი და საიდენტიფიკაციო ნომრ(ებ)ის ეტიკეტის ფოტოასლი. განცხადებას თან უნდა ახლდეს წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის შესაბამისი ავტომობილ(ებ)ის მარკა, მოდელი, ძრავის ნომერი, ძრავის მოცულობა, გამოშვების წელი, ექსპორტის ქვეყანა და საიდენტიფიკაციო ნომერი/ნომრები (VIN კოდ(ებ)ი).
[32. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში წარმოებული ან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან იმპორტირებული ავტომობილის მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმების ამ რეგლამენტის მე-3, მე-4 და მე-5 დანართებით გათვალისწინებულ ნორმებთან შესაბამისობის შესახებ დასკვნის ასაღებად, ამ მუხლის მე-2, 21, მე-3 და 31 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა დაინტერესებულ პირს შეუძლია, წარადგინოს ჩინეთის სერტიფიცირებისა და ინსპექტირების ჯგუფის მიერ ინდივიდუალურ ავტომობილზე გაცემული სერტიფიკატი, რომელშიც ასახული უნდა იყოს შესაბამისი ავტომობილის მარკა, მოდელი, ძრავის ნომერი, ძრავის მოცულობა, ამასთანავე, გამონაბოლქვის მონაცემები ან/და ამ დადგენილებით განსაზღვრული გამონაბოლქვის ზღვრული ნორმების ტოლფასი ან უფრო მაღალი სტანდარტი. განცხადებას თან უნდა ახლდეს წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის შესაბამისი ავტომობილ(ებ)ის მარკა, მოდელი, ძრავის ნომერი, ძრავის მოცულობა, გამოშვების წელი, წარმოების/ექსპორტის ქვეყანა და საიდენტიფიკაციო ნომერი/ნომრები (VIN კოდ(ებ)ი). (ამოქმედდეს 2026 წლის 1 აპრილიდან)]
4. ამ მუხლის მე-2, 21 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების შედარებას ამ რეგლამენტის შესაბამის დანართებში მოცემულ გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრულ ნორმებთან ახდენს სააგენტო, დაინტერესებული პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. სააგენტო გასცემს შესაბამის დასკვნას და სათანადო მონაცემებს/ინფორმაციას ასახავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში, დაინტერესებული პირის მიმართვიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. თუ მომსახურების გაწევის ვადის ბოლო კალენდარული დღე ემთხვევა უქმე (სადღესასწაულო) ან/და დასვენების დღეს, დასკვნა გაიცემა მომდევნო სამუშაო დღეს.
[ 4. ამ მუხლის მე-2, 21, მე-3, 31 და 32 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების შედარებას ამ რეგლამენტის შესაბამის დანართებში მოცემულ გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრულ ნორმებთან ახდენს სააგენტო, დაინტერესებული პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. აღნიშნული მიზნებისთვის ინდივიდუალური ავტომობილის წარმოების ქვეყანა დგინდება ISO 3780:2009 სტანდარტით, ამავე სტანდარტის შესაბამისი ცვლილებით/ტექნიკური შესწორებით ან/და ავტომობილის მწარმოებლის წერილის საფუძველზე. სააგენტო გასცემს შესაბამის დასკვნას და სათანადო მონაცემებს/ინფორმაციას ასახავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში, დაინტერესებული პირის მიმართვიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. თუ მომსახურების გაწევის ვადის ბოლო კალენდარული დღე ემთხვევა უქმე (სადღესასწაულო) ან/და დასვენების დღეს, დასკვნა გაიცემა მომდევნო სამუშაო დღეს. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 აპრილიდან)]
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ათვლა იწყება განმცხადებლის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის წარდგენის დღიდან, ხოლო პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ავტომობილის მწარმოებლისგან შესაბამისი ინფორმაციის სააგენტოს მიერ მიღების დღიდან.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №492 - ვებგვერდი, 19.12.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 10 ივლისის დადგენილება №225 - ვებგვერდი, 11.07.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის დადგენილება №326 - ვებგვერდი, 04.10.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 15 აპრილის დადგენილება №117 - ვებგვერდი, 17.04.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 7 აგვისტოს დადგენილება №334 - ვებგვერდი, 08.08.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 20 ოქტომბრის დადგენილება №465 - ვებგვერდი, 21.10.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 თებერვლის დადგენილება №56 - ვებგვერდი, 13.02.2026წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის დადგენილება №105 - ვებგვერდი, 12.03.2026წ.
დანართი 1. M კატეგორია − ავტომობილები, რომლებსაც გააჩნიათ არანაკლებ ოთხი თვალი და განკუთვნილნი არიან მგზავრების გადასაყვანად და მათი ბარგის გადასატანად, იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1715607702476 {width:89.0%;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }კატეგორია
ავტომობილის აღწერა
M1
არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილით (მძღოლის ადგილის გარდა);
M2
8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილით (მძღოლის ადგილის გარდა) და
არაუმეტეს 5 ტონა სრული მასით;
M3
8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილით (მძღოლის ადგილის გარდა) და 5 ტონაზე მეტი სრული მასით.
დანართი 2. კატეგორია N − ავტომობილები, რომლებსაც გააჩნიათ არანაკლებ ოთხი თვალი და განკუთვნილნი არიან ტვირთის გადასაზიდად, იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1715607740858 {width:89.0%;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }კატეგორია
ავტომობილის აღწერა
N1
არაუმეტეს 3,5 ტონისა სრული მასით;
N2
3,5 ტონაზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 12 ტონისა სრული მასით;
N3
12 ტონაზე მეტი სრული მასით.
დანართი 3. გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები M1 და M2 კატეგორიების ავტომობილებისთვის
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №492 - ვებგვერდი, 19.12.2023წ.
დანართი 4. გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები N1 და N2 კატეგორიების ავტომობილებისთვის
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №492 - ვებგვერდი, 19.12.2023წ.
დანართი 5. გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები M3 და N3 კატეგორიის ავტომობილებისთვის
ა) გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები შეკუმშვით აალებადი ძრავას მქონე M3 და N3 კატეგორიების ავტომობილებისთვის, აგრეთვე შეკუმშვით აალებადი ძრავას მქონე M1, M2, N1 და N2 კატეგორიების ავტომობილებისთვის, რომელთა სტანდარტული მასა აღემატება 2610 კილოგრამს – გამოცდის მდგრადი რეჟიმის ციკლი და გამოცდის დატვირთვის რეჟიმის ციკლი
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1715685405698 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }მავნე ნივთიერებათა ზღვრული ნორმები
ნახშირბადის მონოქსიდი (CO)
გ/კვტსთ
ნახშირწყალბადები (HC)
გ/კვტსთ
აზოტის ოქსიდები (NOx)
გ/კვტსთ
მყარი ნაწილაკების მასა (PM)
გ/კვტსთ
კვამლიანობა
(m-1)
მყარი ნაწილაკების რიცხვი (PN)
N/კვტსთ
1,5
0,46
2,0
0,02
0,5
8,0 × 1011
შენიშვნა: შესაბამისი ავტომობილი კვამლიანობისა და მყარი ნაწილაკების რიცხვის (PN) ზღვრულ ნორმებს შორის უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთს მაინც;
ბ) გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები M3 და N3 კატეგორიების ავტომობილებისთვის, აგრეთვე M1, M2, N1 და N2 კატეგორიების ავტომობილებისთვის, რომელთა სტანდარტული მასა აღემატება 2610 კილოგრამს – გამოცდის გარდამავალი რეჟიმის ციკლი
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1715685436600 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }მავნე ნივთიერებათა ზღვრული ნორმები
ნახშირბადის მონოქსიდი (CO) გ/კვტსთ
არამეთანური ნახშირწყალბადები (NMHC)/ ჯამური ნახშირწყალბადები (THC) გ/კვტსთ
მეთანი (CH4) გ/კვტსთ
(მხოლოდ ბუნებრივ აირზე მომუშავე ძრავებისთვის)
აზოტის ოქსიდები (NOx) გ/კვტსთ
მყარი ნაწილაკების მასა (PM) გ/კვტსთ
4,0
0,55
1,1
2,0
0,03
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №492 - ვებგვერდი, 19.12.2023წ.
დანართი 6. ქვეყნები, სადაც რეგისტრირებული ან საიდანაც ექსპორტირებული ავტომობილების საქართველოში პირველადი რეგისტრაცია/დროებითი რეგისტრაცია დასაშვებია შესაბამისი გამოშვების წლის გათვალისწინებით
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1721132813492 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }ქვეყანა
ავტომობილის გამოშვების წელი
ევროკავშირის წევრი ქვეყნები
≥2013
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
≥2013
შვეიცარიის კონფედერაცია
≥2013
ნორვეგიის სამეფო
≥2013
ამერიკის შეერთებული შტატები (აშშ)
≥2013
იაპონია
≥2013
კორეის რესპუბლიკა
≥2013
თურქეთის რესპუბლიკა
≥2013
კანადა
≥2013
ჩილეს რესპუბლიკა
≥2013
ავსტრალიის თანამეგობრობა
≥2016
რუსეთის ფედერაცია (მხოლოდ 2022 წლამდე რეგისტრირებული ავტომობილები)
≥2016− ≤2021
სინგაპურის რესპუბლიკა
≥2017
არაბთა გაერთიანებული საამიროები (მხოლოდ N3 კატეგორიის ავტომობილები)
≥2021
ისრაელი
≥2013
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა
≥2018.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 10 ივლისის დადგენილება №225 - ვებგვერდი, 11.07.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 თებერვლის დადგენილება №56 - ვებგვერდი, 13.02.2026წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის დადგენილება №105 - ვებგვერდი, 12.03.2026წ.
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე