N 353 - 04/06/2020 - „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 04.06.2020
№ დოკუმენტი 353
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №353

2020 წლის 4 ივნისი

ქ. თბილისი

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში

ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში (სსმ, 31/12/2010, 200110050.10.003.016145) შეტანილ იქნეს ცვლილება და 11 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 მუხლი:

„მუხლი 12. 2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვეების საანგარიშო პერიოდში, ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართ №6-ით („ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ის სახე, დაბეგვრის ობიექტი და გადასახადის განაკვეთი, რომელიც იბეგრება 1 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობის ფარგლებში“) განსაზღვრული გადასახადის განაკვეთი, ამავე დანართით განსაზღვრული თითოეული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით, შეადგენს 1 ლარს.“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრი, გიორგი გახარია

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე