N 278 - 17/09/2019 - „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას საბაჟო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 16 ივლისის №221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 17.09.2019
№ დოკუმენტი 278
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №278

2019 წლის 17 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას საბაჟო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 16 ივლისის №221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას საბაჟო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 16 ივლისის №221 ბრძანებაში (ვებგვერდი, 17/07/2015, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.22.033.016776) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

„დამტკიცდეს „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას კონტროლის განხორციელების წესი“.

2. ბრძანებით დამტკიცებული:

ა) „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას საბაჟო კონტროლის განხორციელების წესის“ სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას კონტროლის განხორციელების წესი“;

ბ) „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას საბაჟო კონტროლის განხორციელების წესის“:

ბ.ა) პირველი მუხლის:

ბ.ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ,,სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას კონტროლის განხორციელების წესი“ (შემდგომში – წესი) ვრცელდება სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი იმ ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული პროდუქტების იმპორტზე, რომლებიც შესაძლებელია წარმოადგენდეს გენმოდიფიცირებულს“;

ბ.ა.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს ,,სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობები.“;

ბ.ა.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის (შემდგომში – გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და პროდუქტი) კონტროლს იმპორტის გამოყენებისას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობაში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური).“;

ბ.ბ) მე-2 მუხლის:

ბ.ბ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და პროდუქტის კონტროლი“;

ბ.ბ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. როდესაც საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეიცავს ინფორმაციას, რომ სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი ორგანიზმი ან მისგან წარმოებული პროდუქტი წარმოადგენს გენმოდიფიცირებულს, ხორციელდება ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშის აღება (გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), რომლის სიხშირე განისაზღვრება eCustoms-ის მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემის გამოყენებით.“;

ბ.ბ.გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. eCustoms-ის მეშვეობით გამოსაყენებელი რისკის პროფილების შემუშავების მიზნით, ნუსხა სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული პროდუქტებისა, რომლებიც შესაძლებელია წარმოადგენდეს გენმოდიფიცირებულს, განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით.“;

ბ.გ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების და პროდუქტის განადგურება ხორციელდება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანების შესაბამისად.“.

 

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ივანე მაჭავარიანი

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე