დებიტორული დავალიანების ჩამოწერა N 2657
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
დებიტორული დავალიანების ჩამოწერა N 2657
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმოს, რომელიც იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით, სასყიდლიანი გარიგების ფარგლებში, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის შედეგად ერიცხება ვადადამდგარი დებიტორული დავალიანება (მოთხოვნის უფლება).
· ვარიანტი I: საწარმო, დებიტორული დავალიანების მქონე პირ(ებ)ს ვალდებულების შესრულებას სთხოვს კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებით. საწარმომ დებიტორული დავალიანების ამოღებისთვის შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმი არ გამოიყენა, ვინაიდან დებიტორული დავალიანების ამოსაღებად გასაწევი დროის, ადამიანური რესურსის ან/და ფინანსური ხარჯების ოდენობა, აღემატება მისაღები შემოსავლის/ სარგებლის ოდენობას.
· ვარიანტი II: საწამომ მიმართა შესაბამის სამართლებრივ მექანიზმს დებიტორული დავალიანების ამოსაღებად, თუმცა, აღსრულების ორგანოს მეშვეობით მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ მოხერხდა.
· საწარმომ ორივე ვარიანტში ჩამოწერა დებიტორული დავალიანება (რაც არ გულისხმობდა ვალის პატიებას) და აღნიშნული არ განიხილა მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად.
შეფასება
· დებიტორული დავალიანების ჩამოწერა არ წარმოადგენს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს, შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისათვის რელევანტურია მსჯელობა სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ" ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა. სსკ-ის 983 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლო მიწოდებად ითვლება.
· I ვარიანტში საწარმოს მხრიდან საქონლის/მომსახურების უსასყიდლო მიწოდებას ადგილი არ აქვს, რამდენადაც გარიგების მიზანს წარმოადგენდა საქონლის/მომსახურების სასყიდლიანი მიწოდება და ამასთან, დებიტორული დავალიანების ამოსაღებად გასაწევი დროის, ადამიანური რესურსის ან/და ფინანსური ხარჯების ოდენობა, აღემატება მოთხოვნის დაკმაყოფილებით მისაღები შემოსავლის/სარგებლის ოდენობას.
· II ვარიანტში საწარმოს მხრიდან საქონლის/მომსახურების უსასყიდლო მიწოდებას ადგილი არ აქვს, რამდენადაც გარიგების მიზანს წარმოადგენდა საქონლის/მომსახურების სასყიდლიანი მიწოდება და ამასთან, საწარმომ მიმართა შესაბამის სამართლებრივ მექანიზმს დებიტორული დავალიანების ამოსაღებად, თუმცა, ვერ მოხერხდა მოთხოვნის დაკმაყოფილება.
ღონისძიებები
· I და II ვარიანტში პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და მის მიმართ დამატებით საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.
სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც არ არსებობს სსკ-ის 73-ე მუხლით გათვალისწინებული ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი
სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2020 წლის 6 მაისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა პერიოდებზეც