დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენა N 2313

2313 დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენა 07.09.2010
№ დოკუმენტი 2313
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენა N 2313

ფაქტობრივი გარემოებები

•საწარმომ 2009 წლის 15 აპრილს საგადასახადო ორგანოში წარადგინა იმავე წლის მარტის თვის დღგ-ის ნულოვანი დეკლარაცია

•საწარმომ აღნიშნული პერიოდის დეკლარაციის დაზუსტება განახორციელა 2009 წლის 22 ივნისს და დღგ-ის თანხად მიუთითა 22 000 ლარი

•ვარიანტი 1: საწარმოს 2009 წლის მარტიდან 22 ივნისის პერიოდამდე შეტყობინება საგადასახადო შემოწმების ჩატარების თაობაზე არ მიუღია

•ვარიანტი 2: საწარმომ 2009 წლის მარტიდან 22 ივნისის პერიოდამდე მიიღო შეტყობინება საგადასახადო შემოწმების ჩატარების თაობაზე, რომლის თაობაზეც დაიწყო საგადასახადო შემოწმება

შეფასება

•ორივე ვარიანტში, არ იკვთება დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენის ფაქტი

•მე-2 ვარიანტში, სახეზეა სსკ-ის 132-ე მუხლის დარღვევა - დეკლარაციაში გადასახადის შემცირება

ღონისძიებები

•ორივე ვარიანტში, პირს არ დაეკისრება სსკ-ის 131-ე მუხლით გათვალსწინებული სანქცია, ვინაიდან დეკლარაცია წარდგენილია კანონით დადგენილ ვადაში

•მე-2 ვარიანტში, საწარმოს დაეკისრება სსკ-ის 132-ე მუხლით გათავალისწინებული სანქცია დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის