რეინვესტირების მიზნით გამოსაყენებელი ფულადი სახსრები N 0508

0508 რეინვესტირების მიზნით გამოსაყენებელი ფულადი სახსრები - (ძალადაკარგული) 22.09.2015
№ დოკუმენტი 0508
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

რეინვესტირების მიზნით გამოსაყენებელი ფულადი სახსრები N 0508

ფაქტობრივი გარემოებები

· სამედიცინო დაწესებულებამ კალენდარული წლის განმავლობაში მიიღო ფინანსური და საგადასახადო მოგება, 150 000 ლარის ოდენობით, რომელიც გამოყო შემდგომ წლებში რეინვესტირებისთვის და შესაბამისად არ დაბეგრა მოგების გადასახადით. გადასახადის გადამხდელმა რეინვესტირების განსახორციელებლად გამოიყენა ბანკიდან აღებული სესხის თანხა 150 000 ლარის ოდენობით

შეფასება

· სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ" ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება სამედიცინო დაწესებულების (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა) სამედიცინო საქმიანობიდან მიღებული მოგების ის ნაწილი, რომლის რეინვესტირება (დაწესებულების რეაბილიტაცია, ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა) ხორციელდება შესაბამისი საგადასახადო წლის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში.

· ზემოაღნიშნული შეღავათით სარგებლობისთვის აუცილებელია, სახეზე იყოს როგორც ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაანგარიშებული ფინანსური მოგება, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად - საგადასახადო მოგება.

· განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს ჰქონდა როგორც ფინანსური, ასევე საგადასახადო მოგება და მან საგადასახადო შეღავათით გათავისუფლებული თანხა სრულად გამოიყენა სამედიცინო საქმიანობაში რეინვესტირებისთვის. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ფულადი რესურსის გამოყენება მოხდა რეინვესტირების მიზნებისათვის, ჩაითვლება, რომ სამედიცინო დაწესებულების მიერ საგადასახადო შეღავათით სარგებლობა მართლზომიერია.

ღონისძიებები

· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვე ვის ნიშნები არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.

სიტუაციურ სახელმძღვანელოში გათვალისწინებული მიდგომა ვრცელდება ასევე სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილ შეღავათზე

სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2015 წლის 16 სექტემბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით