N 57 - 21/02/2012 - ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №57
2012 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი1. ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი 060111, 3.01.11) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის VIIIკარი:
„კარი VIII
გარდამავალი დებულებები
თავი XXVII
გარდამავალი დებულებები
მუხლი 112. გარდამავალი დებულებები
1. 2012 წლის 1 აპრილიდან, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის მიწოდებისას (გარდა ამ ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), პირი ვალდებულია გამოიყენოს ამ ინსტრუქციის 251 მუხლის შესაბამისად შევსებული №II-012 დანართის შესაბამისი სასაქონლო ზედნადები.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი