დღგ შერეულ ოპერაციებზე N 1141

1141 დღგ შერეულ ოპერაციებზე - (ძალადაკარგული) 07.04.2011
№ დოკუმენტი 1141
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დღგ შერეულ ოპერაციებზე N 1141

ფაქტობრივი გარემოებები

· „ა“ და „ბ“ საწარმოს შორის გაფორმებულია ხელშეკრულება ერთობლივი პროექტის განხორციელების მიზნით

· ხელშეკრულებით:

_ „ბ“ საწარმოს აღნაგობის უფლებით გადაეცემა მიწის ნაკვეთი;

_ „ბ“ საწარმო იღებს ვალდებულებას მიწაზე ააშენოს საცხოვრებელი სახლები, მოიძიოს მყიდველები და გაასხვისოს ქონება;

_ „ა“ საწარმო იღებს ვალდებულებას საცხოვრებელი სახლების მყიდველებს საკუთრებაში გადასცეს შესაბამისი მიწის ნაკვეთები

· საცხოვრებელი სახლის ღირებულებას მყიდველი სრულად უხდის „ბ“ საწარმოს (ფასი მოიცავს მიწის ნაკვეთის ღირებულებასაც)

· მხარეებმა აღნიშნული მიწოდება ჩათვალეს დამოუკიდებელ ოპერაციებად და დღგ-ით დაიბეგრა მხოლოდ საცხოვრებელი სახლის ღირებულება (მიწის ნაკვეთის ღირებულების გარეშე)

შეფასება

·ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, საცხოვრებელი სახლისა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის მიწოდება დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის განხილულ უნდა იქნეს ერთობლივი საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ ერთ ოპერაციად (მიწოდებად)

· მიწის ნაკვეთის ღირებულებით შემცირებულია დღგ-ით დასაბეგრი თანხა

· იმის გათვალისწინებით, რომ ერთობლივი საქმიანობა არ მომხდარა პროექტის ცალკე დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირების ფორმატში, დღგ-ში საგადასახადო ვალდებულება წარმოექმნება საწარმოს რომელიც ერთობლივი საქმიანობის ფარგლებში ახორციელებს ქონების გასხვისებას _ მყიდველებისაგან კომპენსაციის მიღებას (საწარმო „ბ“)

ღონისძიებები

· „ბ“ საწარმო დაჯარიმდება დეკლარაციაში დღგ-ის შემცირებისათვის სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით