N 1381-Vმს-XIმპ - 04/03/2026 - საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 04.03.2026
№ დოკუმენტი 1381-Vმს-XIმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) 21110 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფიზიკური პირი, რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკური პარტიის წევრის, საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის ან „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს კანონით „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ გათვალისწინებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სხვა უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია და რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გამოსაკითხად არ ცხადდება, შეიძლება ამ მუხლით დადგენილი წესით დაიკითხოს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი

თბილისი,4 მარტი 2026 წ.

N1381-Vმს-XIმპ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე