N 1454-Vმს-XIმპ - 01/04/2026 - საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 01.04.2026
№ დოკუმენტი 1454-Vმს-XIმპ
სტატუსი ასამოქმედებელი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 198-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. ამ მუხლისა და ამ კოდექსის 199-ე−205-ე და 207-ე მუხლების მოქმედება არ ვრცელდება „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე ურთიერთობებზე.“.

 

2. 274-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გირავნობის საგნის გასხვისებისას შემძენზე გადადის გირავნობით დატვირთული საკუთრება, გარდა ამ მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფაქტორინგის შედეგად დებიტორული დავალიანების ფაქტორისთვის გადაცემის შემთხვევაში გირავნობის უფლება წყდება დებიტორულ დავალიანებაზე და ფაქტორის საკუთრებაში გადადის გირავნობის უფლებით დაუტვირთავი ქონება. ამ შემთხვევაში გირავნობის უფლება არსებობას აგრძელებს აღნიშნული დებიტორული დავალიანების ფაქტორის საკუთრებაში გადაცემის შედეგად მიღებულ შემოსავალზე. თუ ფაქტორს დებიტორული დავალიანების ნაწილი გადაეცემა, ეს წესი აღნიშნული დებიტორული დავალიანების მხოლოდ გადაცემულ ნაწილზე გავრცელდება.“.

 

3. 286-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 ნაწილი:

„61. აკრძალულია ფიზიკური პირის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) საცხოვრებელი ტიპის უძრავი ქონების ფაქტორინგის, მათ შორის, რევერსიული ფაქტორინგის, ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება, თუ არ დასტურდება, რომ საჯარო რეესტრში აღნიშნული მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების მიმწოდებლის/მისი საოჯახო მეურნეობის წევრის საკუთრებაში დამატებით არანაკლებ 1 საცხოვრებელი ტიპის უძრავი ქონებაა რეგისტრირებული.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი

 

თბილისი,1 აპრილი 2026 წ.

N1454-Vმს-XIმპ

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე