ხანდაზმულობის ვადები საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის დარღვევისას N 2328

2328 ხანდაზმულობის ვადები საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის დარღვევისას 16.10.2024
№ დოკუმენტი 2328
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ხანდაზმულობის ვადები საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის დარღვევისას N 2328

ფაქტობრივი გარემოებები

· გადასახადის გადამხდელმა 2024 წელს წარმოადგინა 2021 წლის საანგარიშო პერიოდის შესწორებული ს/დეკლარაცია, რის საფუძველზეც, საგადასახადო კონტროლის მიზნებისთვის, ხანდაზმულობის ვადა გრძელდება 1 წლით.

· გადასახადის გადამხდელმა 2025 წელს დამატებით წარმოადგინა 2021 წლის საანგარიშო პერიოდის დეკლარაციები (მ.შ. 2024 წელს წარმოდგენილი 2021 წლის საანგარიშო პერიოდის შესწორებული დეკლარაციის კვლავ შესწორებული)

შეფასება

- საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის: - პირველი ნაწილის თანახმად გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. - მე-2 ნაწილის თანახმად ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან. - მე-7 ნაწილის თანახმად ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები გრძელდება 1 წლით, თუ ამ ვადების გასვლამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები და გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში წარადგინა შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაცია (მათ შორის, შესწორებული დეკლარაცია) ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა.

- საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-7 ნაწილი არ ითვალისწინებს გაგრძელებულ პერიოდში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ს/დეკლარაციების (მ.შ. შესწორებული) პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის შესაძლებლობას.

ღონისძიებები

2025 წელს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი 2021 წლის საანგარიშო პერიოდის ს/დეკლარაციები (მ.შ. შესწორებული) პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას არ დაექვემდებარება.