N 3599-IIს - 17/09/2010 - „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 17.09.2010
№ დოკუმენტი 3599-IIს
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №6, 09.03.2004, მუხ. 27) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა1) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის შესაბამისად, გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერის შესახებ;“.

2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კანონით დადგენილი წესით იმპორტის გადასახადების რესტრუქტურიზაცია ხორციელდება მხოლოდ 2005 წლის 1 იანვრამდე ამ გადასახადებში არსებულ დავალიანებებზე.“.

 

მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,2010 წლის 17 სექტემბერი.

№3599–IIს

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე