ზარალის გადატანა (თავისუფალი საწყობის სტატუსით მუშაობის დროს მიღებული ზარალი არ გადაიტანება სტატუსის გაუქმების შემთხვევაში) N 0401

0401 ზარალის გადატანა (თავისუფალი საწყობის სტატუსით მუშაობის დროს მიღებული ზარალი არ გადაიტანება სტატუსის გაუქმების შემთხვევაში) - (ძალადაკარგული) 31.08.2011
№ დოკუმენტი 0401
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ზარალის გადატანა N 0401

ფაქტობრივი გარემოებები

· რეზიდენტ საწარმოს თავისუფალი საწყობის სტატუსით სარგებლობის პერიოდში მიღებული აქვს ზარალი

· საწარმოს საანგარიშო წელს შეუწყდა თავისუფალი საწყობის სტატუსი

· საწარმოს სტატუსით სარგებლობის პერიოდში მიღებული ზარალით შემცირებული აქვს საანგარიშო პერიოდის დასაბეგრი მოგება

შეფასება

· თავისუფალი საწყობის სტატუსით სარგებლობის პერიოდში მიღებული ზარალი არ გადაიტანება სსკ-ის 121-ე (ძვ. 192-ე) მუხლის საფუძველზე

· შემცირებულია დასაბეგრი მოგება

ღონისძიებები

· უნდა დაზუსტდეს დასაბეგრი მოგება და შესაბამის შემთხვევაში დაერიცხოს კუთვნილი გადასახადი

· დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ძვ. 132-ე) მუხლის შესაბამისად

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 24 ივნისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით