ბრძანება N 6235
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 6235
23 მარტი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (სნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 26 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 19 მარტის სხდომაზე (ოქმი №24) განიხილა შპს „-------“ (სნ -------) №101033/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 29 იანვრის №005-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმების და შემდგომ გადაანგარიშების აქტში მოყვანილი გარემოებები არ არის სათანადოდ გამოკვლეული და აღნიშნული აქტის საფუძველზე გამოცემული ბრძანება თანხების დარიცხვასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და უნდა გაუქმდეს. ამასთან, მიუთითებს, რომ მართალია, გასაჩივრებული აქტით შემცირდა საგადასახადო ორგანოს მოთხოვნა, მაგრამ, ვინაიდან კომპანია არ ეთანხმება თავდაპირველ დარიცხვას და ამასთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარეობს დავა, მიაჩნია, რომ აღნიშნული აქტიც უნდა გაუქმდეს. წარმოდგენილ საჩივარში მითითებული აქვს წინა საჩივარში მითითებული არგუმენტების ანალოგიური არგუმენტები და ითხოვს თანხების დარიცხვის წარმოშობის თაობაზე გასაჩივრებული აქტების, ასევე გადასახადზე დარიცხული ჯარიმა/საურავების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 30 მაისის №11089 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 12 მარტის №005-12 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
1. „შპს „-------“ (სნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სალაროს ნაშთის გაანგარიშებაში მონაწილეობა არ მიიღოს იმ ავტომობილებმა (7 ავტომობილი), რომელიც საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციით გასულია საქართველოს ტერიტორიიდან და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 30 მაისის №11089 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 26 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 280 211 ლარით, მათ შორის, გადასახადი 186 807 ლარით, ჯარიმა 93 404 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 29 იანვრის №005-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 30 მაისის №11089 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა ცვლილება შპს „-------“ სალაროს ნაშთის გაანგარიშების ცხრილში, კერძოდ, დამატებით ხარჯებში გათვალისწინებას დაექვემდებარა იმ 7 ავტომობილის ღირებულება, რომელიც საწყისი განგარიშების ცხრილში ნაშთად არ იყო აღებული იმ საფუძვლით, რომ შემოწმების პროცესში ჩანდა მისი რეექსპორტზე გაყვანის თარიღი შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ, ხოლო ავტომობილის ქვეყანაში შემოსვლის თარიღი ვერ დგინდებოდა. აქედან გამომდინარე, საგადასახადო დავის ეტაპზე, საბაჟო დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რომლითაც დგინდება, რომ ავტომობილების ქვეყანაში შემოსვლის და შემდგომ რეეექსპორტზე გაყვანის თარიღები ექცევა შესამოწმებელ პერიოდებში, შესაძლებელი იქნა აღნიშნული ავტომობილების ღირებულების დამატებით ხარჯში გათვალისწინება. ამასთნ, ცნობილი იყო ავტომობილის, მხოლოდ რეექსპორტზე გაყვანის ღირებულება, ხოლო შეძენის ფასის განსაზღვრა მოხდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, რეექსპორტის ღირებულება ჩამოგროსილი იქნა რეექსპორტის ფასნამატზე. ამასთან, რადგან ვერ მოხერხდა ავტომობილის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტაციის წარმოდგენა, ხარჯში გათვალისწინებული იქნა შემოწმებით დადგენილი ავტომობილის თვითღირებულების 75%.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 30 მაისის №11089 ბრძანების შესაბამისად, განხორციელდა ცვლილება შპს „-------“ სალაროს ნაშთის გაანგარიშების ცხრილში და დამატებით ხარჯებში გათვალისწინებას დაექვემდებარა იმ 7 ავტომობილის ღირებულება, რომელიც საწყისი განგარიშების ცხრილში ნაშთად არ იყო აღებული. ამასთან, რადგან ვერ მოხერდა ავტომობილის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტაციის წარმოდგენა, ხარჯში გათვალისწინებული იქნა შემოწმებით დადგენილი ავტომობილის თვითღირებულების 75%.
ამდენად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზია საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ იყო დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (სნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
თანხების დარიცხვის წარმოშობის თაობაზე გასაჩივრებული აქტების, ასევე გადასახადზე დარიცხული ჯარიმა/საურავების გაუქმება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 30 მაისის №11089 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა ცვლილება მომჩივანის სალაროს ნაშთის გაანგარიშების ცხრილში, კერძოდ, დამატებით ხარჯებში გათვალისწინებას დაექვემდებარა იმ 7 ავტომობილის ღირებულება, რომელიც საწყისი განგარიშების ცხრილში ნაშთად არ იყო აღებული იმ საფუძვლით, რომ შემოწმების პროცესში ჩანდა მისი რეექსპორტზე გაყვანის თარიღი შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ, ხოლო ავტომობილის ქვეყანაში შემოსვლის თარიღი ვერ დგინდებოდა. აქედან გამომდინარე, საგადასახადო დავის ეტაპზე, საბაჟო დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რომლითაც დგინდება, რომ ავტომობილების ქვეყანაში შემოსვლის და შემდგომ რეეექსპორტზე გაყვანის თარიღები ექცევა შესამოწმებელ პერიოდებში, შესაძლებელი იქნა აღნიშნული ავტომობილების ღირებულების დამატებით ხარჯში გათვალისწინება. ამასთნ, ცნობილი იყო ავტომობილის, მხოლოდ რეექსპორტზე გაყვანის ღირებულება, ხოლო შეძენის ფასის განსაზღვრა მოხდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, რეექსპორტის ღირებულება ჩამოგროსილი იქნა რეექსპორტის ფასნამატზე. ამასთან, რადგან ვერ მოხერხდა ავტომობილის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტაციის წარმოდგენა, ხარჯში გათვალისწინებული იქნა შემოწმებით დადგენილი ავტომობილის თვითღირებულების 75%.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)