კურსთა შორის სხვაობაზე დასარიცხი დღგ (2011 წლიდან კორექტირების საფუძველი არაა) N 1161

1161 კურსთა შორის სხვაობაზე დასარიცხი დღგ (2011 წლიდან კორექტირების საფუძველი არაა) 09.12.2011
№ დოკუმენტი 1161
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

კურსთა შორის სხვაობაზე დასარიცხი დღგ N 1161

ფაქტობრივი გარემოებები

· საწარმოს დამკვეთთან დადებული ხელშეკრულებით გაწეული მომსახურების საკომპენსაციო თანხა დაფიქსირებულია 10000 დოლარის ეკვივალენტით ლარში გადახდის დღისათვის.

· საწარმოს მიერ მომსახურების მიწოდება მოხდა 2011 წლის 10 თებერვალს, გამოიწერა საგადასახადო ა/ფ, რომელშიც საკომპენსაციო თანხა დაფიქსირდა 16200 ლარის ოდენობით, ამ დღისათვის არსებული კურსის შესაბამისად

· დამკვეთის მიერ მომსახურების ღირებულება გადახდილ იქნა 2011 წლის 11 აპრილს. ამ დღისათვის არსებული კურსის შესაბამისად გადახდილმა თანხამ შეადგინა 16800 ლარი.

· საწარმომ კურსთა შორის სხვაობა 600 ლარი ასახა ერთობლივ შემოსავალში, ამასთან აღნიშნული არ ჩათვალა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების გარემოებად და შესაბამისად სსკ-ს 174-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიზნებისათვის არ გაითვალისწინა ბრუნვებში ჩასათვლელი თანხის პროპორციის განსაზღვრისას

შეფასება

· სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის მიხედვით ვალუტის კურსის ცვლილება არ განიხილება დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების გარემოებად.

· საწარმოს 600 ლარი არ უნდა გაეთვალისწინებინა ჩასათვლელი თანხის პროპორციაში, რადგან ვალუტის კურსის ცვლილებით მიღებული შემოსავალი არ წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას.

ღონისძიებები

· საწარმოს ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება

მოცემულ შემთხვევაში წელიწადის მითითება განმსაზღვრელია

სახელმძღვანელო შემუშავებულია 2011 წლის 5 სექტემბრისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება 2011 წლიდან საგადასახადო პერიოდებზე

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით