ბრძანება N 6143

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.03.2026
№ დოკუმენტი 6143
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 6143

20 მარტი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

----- ----- (პ/ნ ------) (მის: ----- )

2026 წლის 26 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 6 მარტის სხდომებზე (ოქმი N 21) განიხილა თეიმურაზ ანდრონიკაშვილის (პ/ნ ----- ) N 32168/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 25 დეკემბრის N EL304205 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი უკანონოდ მიაჩნია და განმარტავს, რომ 2021 წლის 6 ივლისს მასსა და მოქალაქე ----- შორის დაიდო საკუთრების მინდობის ხელშეკრულება. მინდობილი მესაკუთრე მესამე პირებთან ურთიერთობაში სარგებლობს მესაკუთრის უფლებამოსილებით. მომჩივნის მოსაზრებით მინდობილი მესაკუთრე - ----- იყო ვალდებული შეესრულებინა მინდობილ საკუთრებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ვალდებულებები. ----- მის ახსნა - განმარტებაში განმარტავს, რომ დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო მისი გარდაცვლილი ძმის ქმედებების გამო, რომელმაც სატრანსპორტო საშუალება ჩააბარა ჯართში.

აღნიშნულზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 27 აგვისტოს შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი იყო ----- ----- (პ/ნ -----) N 97737/1/2025 საჩივარი, რომელიც ეხებოდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მის სახელზე შემოყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების (VIN კოდი ----- ) დეკლარირების/გამოცხადების ვადის დარღვევის გამო, საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, 2023 წლის 11 ოქტომბერს შედგენილ ELC21738 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 10 სექტემბრის N 19806 ბრძანებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, მომჩივანს მიეცა წინადადება – ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაეხადა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების საფასური, ამავე ვადაში ავტომობილი მოექცია თავისუფალ მიმოქცევაში ან განეხორციელებინა რეექსპორტით მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, ხოლო საბაჟო დეპარტამენტისთვის წარედგინა ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების ან რეექსპორტის განხორციელებისა და შესაბამისი საფასურის/გადასახდელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები. ----- ----- (პ/ნ ----- ) მიერ 2025 წლის 17 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი N 163862/21 განცხადებით ცნობილი გახდა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება, VIN კოდით -----, განკარგული იყო (----- ----- მითითებული ავტომობილი მინდობილობის საფუძველზე გადასცა სხვა ფიზიკურ პირს, რომლის ოჯახის წევრმაც მოახდინა მისი ჯართში ჩაბარება). აღნიშნულის საპასუხოდ, საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 27 ოქტომბრის N ----- წერილით განმცხადებელს განემარტა საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები და მიეცა წინადადება მათი შესრულების უზრუნველსაყოფად. თუმცა, ამჯერად უკვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენილი, 2025 წლის 18 დეკემბრის N ----- განცხადებით დადასტურდა, რომ ----- ----- (პ/ნ ----- ) მხრიდან შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 10 სექტემბრის N 19806 ბრძანებით მისთვის მიცემული პირობა ვერ შესრულდებოდა.

ვინაიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების (VIN კოდი ----- ) უკანონო განკარგვა/დაკარგვა/განადგურების ფაქტს, 2025 წლის 25 დეკემბერს რუსთავის გაფორმების განყოფილებაში შედგა №EL304205 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, ----- ------ (პ/ნ ----- ) შეეფარდა ჯარიმა უკანონოდ განკარგულ ავტომობილზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის – 5364,63 ლარის ოდენობით (ჯარიმის თანხის გამოანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა შპს „-----“ ----- წარმოდგენილი ინფორმაცია). ამასთანავე, 2025 წლის 25 დეკემბერს გამოიცა N EL69050/4422 საგადასახადო მოთხოვნაც, რომლითაც წარმოშობილი საბაჟო/საგადასახადო ვალდებულების გამო, აღნიშნულ პირს დაერიცხა იმპორტის გადასახადი 209,43 ლარი, აქციზი 5155,2 ლარი, ხოლო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში იმპორტის გადასახდელის გადაუხდელობისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე – საურავი 3741,52 ლარი. სადავო აქტი ადრესატს ჩაბარდა პირადად 2026 წლის 30 იანვარს.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, ვალდებული პირი არის პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებულია შეასრულოს საბაჟო ვალდებულება.

ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

ამავე საკანონმდებლო აქტის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანომ შეიძლება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლისთვის განსაზღვროს საბაჟო მარშრუტი ან/და დაადგინოს ვადა, რომლის განმავლობაშიც ეს საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უნდა გადაადგილდეს. ამ შემთხვევაში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო მარშრუტითა და დადგენილ ვადაში გადაზიდვის/გადატანის ვალდებულება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემომტან პირს ეკისრება.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები აზუსტებს, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, ხოლო საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

კანონმდებლობა ვალდებულ პირს აკისრებს ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს ამ ვალდებულებათა დარღვევას, რაც გამოიწვევს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

დადგენილია, რომ მომჩივანი არის საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემომტანი პირი და სწორედ მას ავალდებულებს კანონმდებლობა სატრანსპორტო საშუალება დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარედგინა გაფორმების ორგანოში, რაც არ განუხორციელებია. შესაბამისად, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების მიმართ განხორციელებულ ისეთ ქმედებაში, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

სადავო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების (VIN კოდი ----- ) მიმართ საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის დაკავშირება კერძო პირებს შორის წარმოშობილ სამართალურთიერთობასთან, ვერ გახდება სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ----- ----- (პ/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

მომჩივანმა გაასაჩივრა საბაჟო სამართალდარღვევა, თუმცა მას დაეკისრა ვალდებულება ავტომობილის საბაჟო წესით მოწესრიგებაზე. მოგვიანებით გაირკვა, რომ ავტომობილი განადგურდა, რის გამოც ვალდებულება ვერ შესრულდა. შედეგად, დადგინდა უკანონო განკარგვა და დაეკისრა ჯარიმა და გადასახადები.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ დააკმაყოფილოს.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 172;.