N 354 - 23/08/2012 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 23.08.2012
№ დოკუმენტი 354
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №3 54

2012 წლის 2 3 აგვისტო

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შე სახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლი ს მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი , 060111, 3.01.20 11წ. ) დამტკიცებული ინსტრუქციის 53-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. მომსახურების მყიდველის (მიმღების) მოთხოვნის შემთხვევაში, საანგარიშო პერიოდში გაწეულ მომსახურებებზე, შესაძლებელია გამოიწეროს და გაიცეს მიწოდებების ჯამური მონაცემების ამსახველი დანართი №III-05 ფორმის ერთი საფ-ი. ამ შემთხვევაში, სავალდებულოა საფ-ის დანართის (დანართი №III-07) გამოყენება, გარდა ელექტრონული ფორმის საფ-ის გამოწერის შემთხვევისა, რომელშიც იწერება იმ საფ-ის სერია და ნომერი, რომლის გაგრძელებასაც წარმოადგენს მოცემული დანართი. საფ-ის დანართში ინფორმაცია შეიტანება იმ სახით, როგორც ეს გათვალისწინებულია საფ-ში. საფ-ის ცხრილის პირველ სვეტში კეთდება ჩანაწერი დანართის მიხედვით, თუ რამდენი დასახელების მომსახურების მიწოდება განხორციელდა, ხოლო მე-4, მე-5 და მე-6 სვეტებში მონაცემები იწერება საფ-ის დანართის მე-4, მე-5 და მე-6 სვეტების ჯამების შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა . ხეთაგური