N 7025-რს - 15/07/2020 - „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 213) მე-5 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ტყის ფონდის მერქნული რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებელი აგრეთვე გადაიხდევინება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №1070 განკარგულებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე შესაბამისი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
თბილისი,15 ივლისი 2020 წ.
N7025-რს