ამხანაგობაში შენატანის დაბეგვრა N 1902
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ამხანაგობაში შენატანის დაბეგვრა N 1902
ფაქტობრივი გარემოებები
•დღგ-ის გადამხდელი საწარმოს მიერ ბინათმშენებლობის ამხანაგობაში შეტანილია 2010 წლის 2 აგვისტოს მიწის ნაკვეთი და სამშენებლო მასალები. ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრულია საწარმოსათვის სანაცვლოდ საცხოვრებელი ფართის გადაცემა
•საწარმომ ამხანაგობაში განხორციელებული შენატანი არ ჩათვალა მიწოდებად და არ დაბეგრა მოგების გადასახადითა და დღგ-ით
შეფასება
•საწარმოს მიერ ბინათმშენებლობის ამხანაგობაში განხორციელებული შენატანი განიხილება მიწოდებად საბაზრო ფასებით, თუმცა, არ განიხილება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად, სსკ-ის 225-ე მუხლის მე-3 სანწილის "ბ" ქვეპუქნტის საფუძველზე
•ამხანაგობა ვალდებული იყო გაევლო დღგ-ის გადამხდელის რეგისტრაცია სსკ-ის 221-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე
•საწარმოს მიერ შემცირებულია ერთობლივი შემოსავალი
ღონისძიებები
•გადაანგარიშდება (გაიზრდება) საწარმოს ერთობლივი შემოსავალი და დაერიცხება კუთვნილი მოგების გადასახადი
•გადასახადების შემცირების შემთხვევაში, საწარმოს დაერიცხება სსკ-ის 132-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმები