N 116 - 21/05/2020 - „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №116
2020 წლის 21 მაისი
ქ. თბილისი
„ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანებით (ვებგვერდი, 111228027, 29/12/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200250000.22.033.016287) დამტკიცებული „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის“ მე-3 მუხლის:
1. პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. არარეზიდენტის ან არარეზიდენტის კანონიერი/უფლებამოსილი წარმომადგენელის და საგადასახადო აგენტის მიერ აღწერილი უნდა იქნეს გადასახადის საქართველოში დაკავების მიზეზი და საფუძველი.“.
2. მე-6 პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ.ა) მე-11 გრაფაში შემოსავლის მიმღები არარეზიდენტი ადასტურებს, რომ იგი არის შემოსავლის მიმღები/ბენეფიციური მფლობელი. ამასთან, არარეზიდენტს მოეთხოვება მხოლოდ შემოსავლის ბენეფიციური მფლობელ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა;“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს ამ ბრძანების ამოქმედებამდე დაუსრულებელ ადმინისტრაციულ საქმეთა წარმოებაზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ივანე მაჭავარიანი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე