ბრძანება N 7126
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7126
30 მარტი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
----- (პ/ნ ----- ) (მის.: ----- )
2026 წლის 12 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 27 მარტის სხდომაზე (ოქმი N 27), განიხილა ----- (პ/ნ ----- ) N 40300/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება 2026 წლის 11 მარტის N ----- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული თანხის მართლზომიერების საკითხს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით თანხის დარიცხვას და განმარტავს, რომ 2026 წლის 24 თებერვალს მისმა ----- ----- გამოაგზავნა ამანათი ----- სახელზე. თავად დედამთილი 8 აპრილს ჩამოდის საქართველოში და აეროპორტში დაკარგვის რისკის ასაცილებლად ნივთები გამოაგზავნა ამანათით. მომჩივანი ასევე მიუთითებს, რომ დედამთილი 21 წელია ემიგრაციაშია და არ იცოდა საქართველოს კანონმდებლობა. 20 მაისს კვლავ ბრუნდება ----- და აპირებს ნივთების უკან წაღებას. მომჩივნის მოსაზრებით ოქროს შეფასებაც არარეალურია.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს N ----- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული თანხის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2026 წლის 2 მარტს საფოსტო გადამზიდავ შპს „-----“ მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ----- (პ/ნ ----- ) სახელზე შემოტანილი N ----- საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, ჯამური ღირებულებით 20 ევრო. შესაბამისად, საბაჟო ორგანოსთვის გზავნილი წარდგენილი იყო დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოტო გზავნილების ნუსხით.
საფოსტო გზავნილზე საბაჟო პროცედურების განხორციელებისას გამოვლინდა საფოსტო გზავნილის ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემების არსებობა, კერძოდ: ----- კუთვნილი საფოსტო გზავნილი დეკლარირებული იყო 20 ევროდ, თუმცა საქართველოს ფოსტის 2026 წლის 9 მარტის N ----- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის ღირებულებამ შეადგინა 10 167,80 ლარი.
ვინაიდან ----- კუთვნილი საქონლის (ოქროს ნაკეთობები: 1 ცალი - ყელსაბამი, 1 წყვილი - საყურე, 1 ცალი - ბეჭედი; პირადი მოხმარების ნივთები) ღირებულება აღემატებოდა 300 ლარს და N ----- საბაჟო დეკლარაცია ფორმა-4-ის მიხედვით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 10181.59 ლარი, გადამხდელს კი დაერიცხა იმპორტის გადასახადი - 1218 ლარისა და დღგ - 2051,76 ლარის ოდენობით.
N ----- საბაჟო დეკლარაცია ფორმა 4-ს გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „oracle“-ს მიერ განესაზღვრა „ყვითელი დერეფანი“. ამასთან, დეკლარაციაში შეტანილი მონაცემები დადასტურებულია მიმღების ხელმოწერით, თუმცა ----- მიერ არ იქნა გადახდილი დარიცხული გადასახადები და შესაბამისად, საფოსტო გზავნილს დატოვებული არ აქვს საბაჟო კონტროლის ზონა.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
ამავე კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ." ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის.
ამავე საკანონმდებლო აქტის 309-ე მუხლის 132-ე ნაწილით დადგენილია, რომ დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება ამ კოდექსისა და „ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ“ 1994 წლის გენერალური შეთანხმების მე-7 მუხლის განხორციელების შესახებ“ შეთანხმებით დადგენილი წესების შესაბამისად. მე-2 ნაწილი კი ადგენს, რომ საქონლის დეკლარირებისას საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საბაჟო ორგანო.
ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სარეზერვო მეთოდით განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულება შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა ეფუძნებოდეს ადრე განსაზღვრულ საქონლის საბაჟო ღირებულებას. მე-4 ნაწილის შესაბამისად კი, საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასი შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ღია წყაროებიდან და პრაქტიკის განზოგადებიდან მიღებულ მონაცემებს, რომლებიც საინფორმაციო ხასიათისაა და გამოიყენება მხოლოდ საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად აღიარებული საგადასახადო დავალიანება არის საგადასახადო დავალიანება, თუ დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია.
დადგენილია, რომ საფოსტო გზავნილი დეკლარირებული იყო 20 ევროდ, თუმცა საქართველოს ფოსტის 2026 წლის 9 მარტის N ----- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის ღირებულებამ შეადგინა 10 167,80 ლარი. ამდენად, საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე მომჩივანი ისარგებლებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით და 2026 წლის 11 მარტის N ----- საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით თანხების (იმპორტის გადასახადი - 1218 ლარისა და დღგ - 2051,76 ლარის ოდენობით) დარიცხვა მართლზომიერია.
საგულისხმოა ასევე, რომ საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ში მითითებული მონაცემების სისწორეს ----- დაეთანხმა ხელმოწერით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილით აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ N ----- საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით გადასახდელების დარიცხვა შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ----- (პ/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
მომჩივანი ითხოვს საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული თანხის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ გზავნილი დაბალი ღირებულებით იყო დეკლარირებული, თუმცა, შემოწმებით დადგინდა, რომ მისი რეალური ღირებულება უფრო მაღალი იყო. მომჩივანს დაერიცხა გადასახდელი თანხა, რომლებიც არ გადაიხადა მიმღებმა და აღნიშნულის გამო გზავნილი დარჩა საბაჟო კონტროლში.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დარიცხვა შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 37 (1); 43 (3);.