საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/757-22

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.04.2026
№ დოკუმენტი 3/757-22
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

საქმე №3/757-22

15 აპრილი, 2026 წელი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბა

საქართველოს სახელით

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ტარიელ ბალაბანიშვილი

სხდომის მდივანი - თეონა კაპანაძე

მოსარჩელე - -----

წარმომადგენელი - -----

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური წარმომადგენელი - -----

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (დავების განხილვის საბჭო) წარმომადგენელი - -----

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 25 მაისის №CB1333132 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

1,2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 26 ივლისის №19791 ბრძანება.

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანასთა სამინისტროს დავების განხილვის 2022 წლის 13 ოქტომბრის №17360/2/2022 გადაწყვეტილება.

1.4. დაევალოს საქართველოს ფინანასთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დაკმაყოფილდება აქტის გამოცემა, რითაც სრულად.

 

სარჩელის თანახმად: მოსარჩელემ 2021 წლის 21 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღო სსიპ სახელმწიფო ქონების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონში, სადაც შეიძინა 34.82 კბ.მ მასალა (დახერხილი ფიცარი) - ელექტრონული აუქციონი №--. მოსარჩელის მიერ შეძენილი მასალა წაიღო საცხოვრებელ სახლში საჭიროებისამებრ გამოყენებისთვის. აღნიშნული მასალის ნაწილი გამოიყენა პირადი კოტეჯის მშენებლობისთვის, ხოლო დარჩენილი ნაწილი, რომელიც იყო არაერთგვაროვანი ზომების, დაჭრა და გამოიყვანა ისეთი ზომები, რომელიც იქნებოდა რეალიზაციისთვის შესაფერისი. 2022 წლის 13 მაისს აღნიშნული მასალიდან 15.5 კბ.მ. მასალის ტრანსპორტირებას ახორციელებდა ქ. ----, სადაც ის უნდა გაეყიდა. შესაბამისად გაწერილი ქონდა სასაქონლო ზედნადები №ელ- -----. ტრანსპორტირებისას მის მიერ დაქირავებული მძღოლი შეჩერებულ იქნა საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლების მიერ ქ. ----, მათ მიერ უკანონოდ იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელე მასალის ტრანსპორტირებას ახორციელებდა სასაქონლო ზედნადების გარეშე. მისი კუთვნილი მასალა გადატანილ იქნა ჩამორთმეული მასალების განთავსების ადგილზე და მიუხედავად იმისა, რომ სასაქონლო ზედნადები გაწერილი ქონდა, 2022 წლის 25 მაისს მოსარჩელის მიმართ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1333132 სსკ-ის 286-ე მუხლით. მოსარჩელე თვლის, რომ აღნიშნული ოქმი მის მიმართ დაწერილია უკანონოდ და უსაფუძვლოდ, რომლის ბათილად ცნობასაც თხოვს სასამართლოს.

 

მოსარჩელის მიერ ზემოაღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის №CB1333132 ოქმი გასაჩივრებულ იქნა კანონით დადგენილი წესით საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, სადაც მისი მოთხოვნა იყო ოქმის გაუქმება და დაკისრებული ფულადი ჯარიმისგან გათავისუფლება, რომელიც არ დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 26 ივლისის №19791 ბრძანებით. მოსარჩელე არ ეთანხმება აღნიშნულ ბრძანებას, როგორც უკანონოს და დაუსაბუთებელს და სასამართლოს ასევე სთხოვს მის ბათილად ცნობას. მოსარჩელის მიერ აღნიშნული ბრძანება 2022 წლის 2 აგვისტოს გასაჩივრდა საქართველოს ფინანასთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, სადაც ჰქონდა იგივე მოთხოვნა, თუმცა დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 13 ოქტომბრის №17360/2/2022 გადაწყვეტილებით არც ეს საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ეს გადაწყვეტილება მოსარჩელეს ელექტრონულ გვერდზე მიუვიდა და მას გაეცნო 2022 წლის 2 ნოემბერს.

 

აღნიშნულის გამო იძულებული გახდა მოსარჩელე მოემართა სასამრთლოსთვის, ვინაიდან იგი ახორციელებდა იმ მასალის ტრანსპორტირებას, რომელიც შეძენილი აქვს აუქციონის წესით კანონიერად. მის მიერ 2022 წლის 13 მაისს ტრანსპორტირებული მასალა იყო ზუსტად ის მასალა, უბრალოდ მისი ზომები მოსარჩელემ შეცვალა და გადააკეთა იმ მიზნით, რომ ის კლიენტისთვის ყოფილიყო მისაღები. მოსარჩელე თვლის, რომ მის მიმართ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი იქნა უკანონოდ, რადგან სასაქონლო ზედნადები ჰქონდა, ხოლო ოქმი შეუდგინეს სასაქონლო ზედნადების არ ქონის გამო.

 

მოსარჩელე თვლის, რომ სამართლიანი სასამართლო მის კანონიერ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, რადგან სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, ამიტომაც სასამართლოს ძალით ითხოვს მისი დარღვეული უფლებების აღდგენას.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ სცნო და მოითხოვა უსაფუძვლობის გამო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ სცნო და მოითხოვა, რომ არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.მოსარჩელე ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა 2018 წლის 23 თებერვალს და მიენიჭა საიდენტიფიკაციო ნომერი: ----.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B18020823, 23/02/2018) (საჯაროდ ხელმისაწვდომის წყაროები https://enreg.reestri.gov.ge/main.php?m=new_index)

 

3.2.მოსარჩელე ინდივიდუალურ მეწარმემ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონში (აუქციონი №---, ლოტი № - ) გამარჯვების შედეგად 2021 წლის 11 ოქტომბერს შეიძინა ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტი ფიცარი, საიდანაც 22.82 მ³ ფიცრის ტრანსპორტირება განახორციელა იმავე დღეს №ელ----- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების საფუძველზე.

 

მოსარჩელე ინდივიდუალურ მეწარმემ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონში (აუქციონი №---, ლოტი № - ) გამარჯვების შედეგად შეძენილი და №ელ- ----- ხე ტყის სასაქონლო ზედნადების საფუძველზე ტრანსპორტირებული ფიცრიდან 3,5 მ° ფიცარა გაყიდა 2022 წლის 11 მაისს, რომლის ტრანსპორტირება განხორციელდა №ელ- ---- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- №ელ- ---- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები;

- აუქციონზე შეძენილი ფიცრის ფოტოსურათები;

- №ელ- ---- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები.

 

3.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების ოფიცრების მიერ 2022 წლის 13 მაისს, ბორტზე განთავსებული საქონლის დათვალიერებისა და საქონლის თანმხლებ დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ქ. -----ში -----ის ქუჩაზე შეჩერებულ იქნა სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით -----, რომლითაც ი/მ ახორციელებდა ხე-ტყის პირველადი გადამუშავების 15.5 მჰ მოცულობის პროდუქტის ტრანსპორტირებას №ელ- ---- ხე–ტყის სასაქონლო ზედნადების საფუძველზე.

 

აღნიშნულ №ელ- ---- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების მე-20 სტრიქონში (მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე/მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი) მითითებული იყო ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები №ელ- ---- /11.10.2021წ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ ოქმი (13.05.2022წ.);

- ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაყვანისა და განთავსების შესახებ ოქმი (13.05.2022წ.);

- მიღება-ჩაბარების აქტი (13.05.2022წ.); - №ელ- ---- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები.

 

3.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2022 წლის 23 მაისის №-----/05/22 დასკვნით დგინდება, რომ ი/მ-ის (პ/ნ ------) საკუთრებაში არსებული დახერხილი ხე-მასალის სახეობის (ფიცარი, ძელაკი, ძელი), მოცულობის და საბაზრო ღირებულების დასადგენად დაინიშნა ექსპერტიზა. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ი/მ-ის (პ/ნ ----- ) საკუთრებაში არსებული წიწვოვანი ჯიშის ხე-მასალის მთლიანი მოცულობა (ფიცარი და ძელაკი) შეადგენს 15.88 მ°, მათ შორის წიწვოვანი ჯიშის (ფიცარი) მოცულობა შეადგენს 8.49 მ*/ რომლის საზაზრო ღირებულება შეფასების თარიღისთვის განისაზღვრა 6622.2 ლარით დღგ-ს ჩათვლით, ხოლო წიწვოვანი ჯიში (ძელაკი) მოცულობა შეადგენს 7.39 მ, რომლის საბაზრო ღირებულება შეფასების თარიღისთვის განისაზღვრა 5764.2 ლარით დღგ-ს ჩათვლით.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ი/მ-ის (პ/ნ ---- ) 2022 წლის 25 მაისს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 32 ნაწილის საფუძველზე შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1333132. აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, საგადასახადო კონტროლის განხორციელების დროს გამოვლინდა, რომ ი/მ-ის (პ/ნ ----- ) მიერ დარღვეულ იქნა ს.ს.კ.-ის მოთხოვნები, კერძოდ, სამეწარმეო საქმიანობისთვის 12386.4 ლარის საბაზრო ღირებულების ხე-ტყის (მორი) პირველადი გადამუშავების პროდუქტების - დახერხილი წიწვოვანი ჯიშის ხე-მასალის (ფიცარი, ძელაკი) ტრანსპორტირებას ახორციელებდა კანონმდებლობით განსაზღვრული სასაქონლო ზედნადების გარეშე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2022 წლის 23 მაისის N ----/05/22 დასკვნა და ფოტოილუსტრაცია;

- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1333132.

 

3.5. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1333132 ი/მ-ის მიერ გასაჩივრებულ იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რომლის 2022 წლის 26 ივლისის №19791 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1333132 და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 26 ივლისის №19791 ბრძანება ი/მ-ის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 13 ოქტომბრის №17360/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2022 წლის 26 ივლისის №19791 ბრძანება;

- 2022 წლის 13 ოქტომბრის №17360/2/2022 გადაწყვეტილება.

 

3.6. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონში (აუქციონი № ----, ლოტი № - ) გამარჯვების შედეგად ი/მ-ის მიერ 2021 წლის 11 ოქტომბერს შეძენილი ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ფიცრის ფოტოსურათებით, 2022 წლის 23 მაისის № ----/05/22 ექსპერტიზის დასკვნის ფოტოილუსტრაციით და მოსარჩელის მიერ 2023 წლის 14 თებერვალს სასამართლოში წარმოდგენილი ფოტოსურათებით დგინდება შემდეგი:

 

მოსარჩელე ინდივიდუალურ მეწარმის მიერ 2021 წლის 11 ოქტომბერს აუქციონზე შეძენილ და ასევე მის მიერ 2022 წლის 13 მაისს ტრანსპორტირებულ ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტებს შორის არის არსებითი განსხვავება პროდუქტის სახეობას, ფორმასა და ზომას შორის.

 

მოსარჩელის მიერ 2023 წლის 14 თებერვალს სასამართლოში წარმოდგენილი ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ამსახველი ფოტოსურათებიდან 3 (სამი) ფოტოსურათი 2022 წლის 23 მაისის № ----/05/22 ექსპერტიზის დასკვნის ფოტოილუსტრაციის იდენტურია, თუმცა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აღნიშნული იდენტური ფოტოსურათებიდან ერთ-ერთი ფოტოსურათის ზედა ნაწილში მითითებულია - შტრიხკოდი: ------, დარჩენილი დრო: 1-დ 09:13:35, დაწყება/დასრულება -/07/2022 13:00--/07/2022 13:00, ლოტის სტატუსი: მიმდინარე; ერთ-ერთი ფოტოსურათის ზედა ნაწილში მითითებულია - შტრიხკოდი: ----, დარჩენილი დრო: 1-დ 09:13:27, დაწყება/დასრულება -/07/2022 13:00--/07/2022 13:00, ლოტის სტატუსი: მიმდინარე; ერთ- ერთი ფოტოსურათის ზედა ნაწილში მითითებულია - შტრიხკოდი: 2000005222825, დარჩენილი დრო: 1-დ 09:13:20, დაწყება/დასრულება -/07/2022 13:00--/07/2022 13:00, ლოტის სტატუსი: მიმდინარე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აუქციონზე შეძენილი ფიცრის ფოტოსურათები;

- 2022 წლის 23 მაისის №55286/05/22 ექსპერტიზის დასკვნის ფოტოილუსტრაცია;

მოსარჩელის მიერ 2023 წლის 14 თებერვალს სასამართლოში წარმოდგენილი ფოტოსურათები.

 

3.7. №ელ-----, №ელ----- და №ელ----- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებიდან დგინდება, რომ სამივე ზედნადებში საქონლის დასახელების გრაფაში მითითებულია მხოლოდ ფიცარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

№ელ-----, №ელ----- და №ელ----- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, წინამდებარე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელეს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; საქართველოს საგადასახადო კოდექსი; „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანასთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება; საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 მუხლით, რომლის 1-ლი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე—ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით,” ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული 32-ე საპროცესო კოდექსის მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ სარჩელი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის გამოცხადების მოთხოვნით დასაბუთებულია, თუ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი კანონსაწინააღმდეგოა უშუალო და ის პირდაპირ და ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ამასთან, ნებისმიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კანონიერება აქტის მის ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებას უკავშირდება, რომელთაგან ერთ-ერთის არარსებობა ზემოაღნიშნულ სამართლებრივი შედეგის წინაპირობაა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის მატერიალური და ფორმალური კანონიერება წარმოადგენს.

 

ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ ის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული. ადმინისტრაციული წარმოება, ეს არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულებისაკენ. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით

- თუ კანონი კონკრეტულ შემთხვევაში არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების აუცილებლობას. საქმიანობის ამ პროცესში აუცილებელია მთელი რიგი ნორმების დაცვა, რომელიც თავმოყრილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI-IX თავში. მატერიალური კანონიერება კი აქტის შინაარსს უკავშირდება და მასში ასახული კონკრეტული ურთიერთობების მოწესრიგების, მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძველთან და ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობის არსებობას მოითხოვს. კერძოდ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, როგორც სამართლის ნორმის კონკრეტიზაციის და ინდივიდუალიზაციის აქტი, სამართლის იმ ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს, რომელთა აღსრულებასაც ის ახდენს. ასევე, ის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედი სამართლის სხვა ნორმებსა და კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს. ამასთან, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილება, რამდენადაც ის საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოიცემა, უნდა გამომდინარეობდეს თვით ამ სამართლებრივი აქტიდან, ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ აქტის მატერიალურ კანონიერებას ზემოაღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობა ქმნის, ხოლო ასეთის საფუძველია.მატერიალური კანონიერება ასევე მოიაზრებს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერებას, თანაზომიერებისა და კონკრეტულობის პრინციპებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირს და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მხოლოდ მაშინ არის დასაშვები, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს და ამავდროულად სასამართლოს დავალებით გამოცემული აქტი სრულად დააკმაყოფილებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური და მატერიალური კანონიერების ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს.

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სარჩელის შეტანის და წარდგენილი სარჩელის საფუძველზე აქტის ბათილად ცნობის და აქტის გამოცემის მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მხოლოდ იმ პირს, რომლის სუბიექტურ უფლებასა და ინტერესს აქტი ან/და მისი გამოუცემლობა აყენებს უშუალო და ინდივიდუალურ ზიანს. ხელყოფა უნდა შეეხებოდეს მოსარჩელის იმ უფლებას, რომელიც დაცულია მატერიალური კანონმდებლობით და აქტის ბათილად ცნობის ან აქტის გამოცემის შემთხვევაში იძლევა პირის უფლებებში აღდგენის ან მისი რაიმე ტიპის უფლებით აღჭურვის შესაძლებლობას. სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ კანონიერი ინტერესი იმთავითვე არ ნიშნავს მოთხოვნის კანონიერებას და სასამართლოს მიერ სარჩელის უცილობლად დაკმაყოფილებას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანანმად, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი სამართალდარღვევის ადგილზე განიხილავს საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევ პირს ადგილზევე უფარდებს საგადასახადო სანქციას. ამ შემთხვევაში პირს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, რომელიც ითვლება საგადასახადო მოთხოვნად. ამავე კოდექსის 64-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საგადასახადო მოთხოვნა არის საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ამ კოდექსით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი/ბრძანება საჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული აქტები წარმოადგენს რა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოსარჩელე აღნიშნულ აქტებს ასაჩივრებს და ასევე ახალი აქტის გამოცემის დავალებას ითხოვს ერთი და იმავე საფუძველზე მითითებით, სასამართლო, გასაჩივრებული აქტებისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების კანონიერებას სარჩელის საფუძველთან მიმართებით შეამოწმებს მათ ერთობლიობაში.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუცია საგადასახადო კანონმდებლობას მიაკუთვნებს საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას (მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი), რითაც ხაზს უსვამს მის როლს სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებაში. გადასახადების აკრეფის ფუნქცია სახელმწიფოსათვის სასიცოცხლო დანიშნულების ფუნქციაა. გადასახადები არის სახელმწიფო, თუ სხვადასხვა დონის ბიუჯეტის შევსების უმთავრესი წყარო და საჯარო ამოცანების განხორციელების ერთ-ერთი ძირითადი მატერიალური წინაპირობა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ადგენს, რომ სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. ამდენად, საქართველოს კონსტიტუცია გადასახადის გადამხდელს არა მხოლოდ გადასახადის შესაბამისი ოდენობით გადახდას ავალებს, არამედ გადასახადის გადახდისას კანონით დადგენილი წესის დაცვასაც სთხოვს. გადასახადის გადამხდელმა უნდა შეასრულოს შესაბამისი პროცედურები, ითანამშრომლოს საგადასახადო ორგანოებთან და მიაწოდოს მათ აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც მის ფინანსებსა და კერძო სფეროს უკავშირდება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოს და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს და არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1-ლი მუხლი).

 

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

 

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლს 1-ლი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა, ხოლო თუ შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობა, გამოიყენება ქმედების ჩადენის მომენტისათვის არსებული ნორმა. ამავე მუხლის 2¹-ლი ნაწილის თანახმად, თუ საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია გამოიყენოს ახალი კანონით დადგენილი ნორმა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ ოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება საწარმოს/ორგანიზაციას და ფიზიკურ პირს. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირის მიმართ საგადასახადო სანქციის გამოყენება არ ათავისუფლებს მას კუთვნილი გადასანადების გადახდის ვალდებულებისაგან. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პირს ამ კარით დადგენილი პასუნისმგებლობა არ დაეკისრება, თუ საგადასახადო სამართალდარღვევა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად. დაუძლეველ ძალად ითვლება ისეთი საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ამ კოდექსით დადგენილ ვალდებულებათა შესრულებას და რომლის დადგომა არ არის დამოკიდებული პირის ნებაზე, მათ შორის:

ა) სტიქიური უბედურება (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი და სხვა);

ბ) საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, საგანგებო/საომარი მდგომარეობის გამოცხადება, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოს სხვა გადაწყვეტილება;

გ) მასობრივი არეულობა, გაფიცვა.

 

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს აწარმოებს საგადასახადო ორგანო. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართალდარღვევა საგადასახადო - შემოწმების აქტშია დაფიქსირებული. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი სამართალდარღვევის ადგილზე განიხილავს საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევ პირს ადგილზევე უფარდებს საგადასახადო სანქციას. ამ შემთხვევაში პირს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, რომელიც ითვლება საგადასახადო მოთხოვნად. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად კი, თუ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში არ არის ასახული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე მონაცემი ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონის დარღვევით, შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი ან დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირის საგადასახადო პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ.

 

საგადასახადო კოდექსის (სანქციის შეფარდებისა და დავის განხილვის დროს მოქმედი რედაქცია) 286-ე მუხლის 1¹ ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 1 000 ლარს, – იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას. ამავე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, – იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას. ამავე მუხლის 32 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის 1¹ ან 12 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, – იწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული საქმის გარემოებებთან მიმართებით სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის სწორად გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების დადგენას, 2022 წლის 13 მაისს მოჩივნის მიერ ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირება №ელ------ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების საფუძველზე, წარმოადგენს თუ არა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობით განსაზღვრულ მოქმედებას.

 

6.3. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი/მ-მ მოჩივნის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონში (აუქციონი №--, ლოტი №--) გამარჯვების შედეგად 2021 წლის 11 ოქტომბერს შეიძინა ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტი ფიცარი, საიდანაც 22.82 მ ფიცრის ტრანსპორტირება განახორციელა იმავე დღეს Nელ--*---- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების საფუძველზე. აღნიშნული 22.82 მ ფიცრიდან 3.5 მ ფიცარი ი/მ-მ გაყიდა 2022 წლის 11 მაისს, რომლის ტრანსპორტირება სასაქონლო განხორციელდა №ელ----- ხე-ტყის ზედნადების საფუძველზე.

 

ასევე დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების ოფიცრების მიერ 2022 წლის 13 მაისს, ბორტზე განთავსებული საქონლის დათვალიერებისა და საქონლის თანმხლებ დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ქ. ----ში -----ის ქუჩაზე შეჩერებულ იქნა სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით -----, რომლითაც ი/მ ახორციელებდა ნე-ტყის პირველადი გადამუშავების 15.5 მ მოცულობის პროდუქტის ტრანსპორტირებას №ელ----- ხე - ტყის სასაქონლო ზედნადების საფუძველზე. აღნიშნულ №ელ------ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების მე-20 სტრიქონში (მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე/მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი) მითითებული იყო ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები №ელ------ 11.10.2021წ.. ამასთან, №ელ-----, №ელ------ და №ელ----- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებიდან დგინდება, რომ სამივე ზედნადებში საქონლის დასახელების გრაფაში მითითებულია მხოლოდ ფიცარი.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2022 წლის 23 მაისის №----/05/22 დასკვნით დგინდება, რომ ი/მ-ის (პ/ნ ----) საკუთრებაში არსებული დახერხილი ხე-მასალის სახეობის (ფიცარი, ძელაკი, ძელი), მოცულობის და საბაზრო ღირებულების დასადგენად დაინიშნა ექსპერტიზა. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ი/მ-ის (პ/5 -----) საკუთრებაში არსებული წიწვოვანი ჯიშის ხე-მასალის მთლიანი მოცულობა (ფიცარი და ძელაკი) შეადგენს 15.88 მ°, მათ შორის წიწვოვანი ჯიშის (ფიცარი) მოცულობა შეადგენს 8.49 მ , რომლის საბაზრო ღირებულება შეფასების თარიღისთვის განისაზღვრა 6622.2 ლარით დღგ-ს ჩათვლით, ხოლო წიწვოვანი ჯიში (ძელაკი) მოცულობა შეადგენს 7.39 მ, რომლის საბაზრო ღირებულება შეფასების თარიღისთვის განისაზღვრა 5764.2 ლარით დღგ-ს ჩათვლით.

 

ასევე დადგენილია, რომ ი/მ-ის მიერ 2021 წლის 11 ოქტომბერს აუქციონზე შეძენილ და ასევე ი/მ-ის მიერ 2022 წლის 13 მაისს ტრანსპორტირებულ ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტებს შორის არის არსებითი განსხვავება პროდუქტის სახეობას, ფორმასა და ზომას შორის.

 

სასმართლო მიუთითებს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანასთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაზე, რომლის 25 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდეგში – ზედნადები) არის №II-013 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომლის შევსება სავალდებულოა ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემდეგ საქონელზე: ა) მრგვალ ხე-ტყეზე (მორი) – ხე-ტყის ან ხე-მცენარის დამზადების შედეგად (მათ შორის, ძირნაყარი ხეტყისგან) მიღებული 12 სმ-ზე მეტი (წვრილი თავის ბოლოდან) დიამეტრის, ასევე დადგენილი წესით დაფირნიშებული წვრილი თავის ბოლოდან არაუმეტეს 12 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი; ბ) მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტზე, კერძოდ: ბ.ა) ფიცარზე - სიგრძეზე დახერხილი მორის ნაწილი, რომლის სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე მეტი არ არის, ხოლო სიგანე ორჯერ და მეტად აღემატება სისქეს. ფიცარს აქვს ორი განიერი და ორი ვიწრო გვერდი; ბ.ბ) ძელზე – სიგრძეზე დახერხილი ან გათლილი ხე (მორის ნაწილი), რომლის სისქე და სიგანე განივ ჭრილში 10 სანტიმეტრს აღემატება. ძელი შეიძლება იყოს სხვადასხვა მხრიდან ჩამოხერხილი; ბ.გ) ძელაკზე – მცირე ზომის ძელი, სიგრძეზე განერხილი მორის ნაწილი. მისი სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე მეტი არ არის, ხოლო სიგანე ნაკლებია ორმაგ სისქეზე; ბ.დ) შპალზე - დახერხილი ხის მასალა, რომელიც გამოიყენება რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგებისათვის ვაკისზე რელსების საყრდენად. შპალები იყოფა სამ ძირითად კატეგორიად: ძელისებური, ორმხრივ ჩამოხერხილი (ჩამოგანული) და სწორკუთხოვანი. შპალი შეიძლება იყოს გაჟღენთილი ან გაუჟღენთავი; ბ.ე) საპარკეტე ფრიზაზე – მცირე ზომის ნამზადი, რომლის შეშრობისა და მცირე (მექანიკური) დამუშავების შედეგად მიიღება პარკეტი; ბ.ვ) შავად ნამზად დეტალზე – გარკვეული პროდუქტის მისაღებად საჭირო ზომისა და ფორმის ნამზადი, რომლის მცირე (მექანიკური) დამუშავების შედეგად მიიღება სასურველი სახის დეტალი; ბ.ზ) ფანერაზე (შპონი) — სპეციალურ დაზგა-დანადგარზე მერქნის დაშლით მიღებული და გარკვეული ზომის ფორმატებად დაჭრილი ან მერქნის მცირე სისქის ანათლებად აჭრილი პროდუქტი; ბ.თ) დაპობილ-დაჩეხილ სათბობ შეშაზე; გ) ხე- მცენარეებზე − თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებული ხე- მცენარეები, მათ შორის, კაკლის, ბალამწარას, წაბლისა და თუთის სახეობები (გარდა სხვა ხილ-კენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა); დ) საშეშე მერქანზე – ხე-ტყის დამზადების შედეგად, მათ შორის, ძირნაყარი ხე-ტყისგან მიღებული 60 სანტიმეტრამდე სიგრძის დაკოტრილი ან წვრილი ბოლოდან არაუმეტეს 12 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ზედნადების მე-20 სტრიქონში მიეთითება შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი, კერძოდ: ა) მრგვალი ხე-ტყის (მორი) ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის ან შესაბამისი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების/ბრძანების ან/და სხვა დოკუმენტის საფუძველზე მოპოვებულ ხე-ტყეზე დადგენილი წესით გაცემული – ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალისწინებული ზედნადები; ბ) ხე- მცენარის ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში − ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა ან/და დადგენილი წესით გაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალისწინებული ზედნადები; გ) იმპორტის შემთხვევაში იმპორტის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი; დ) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მრგვალი ხე-ტყის (მორი), საშეშე მერქნის, ხე- მცენარის ან/და მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული გასხვისების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი; ე) საქართველოს ტყის კოდექსით გათვალისწინებული ტყის მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული ჭრებით მიღებული ხე-ტყის (მორის) ან/და საშეშე მერქნის შემთხვევაში – შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი; ვ) სასამართლოს გადაწყვეტილებით მრგვალი ხე-ტყის (მორის), საშეშე მერქნის, ხე-მცენარის ან/და მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის პირის (მათ შორის, სახელმწიფოს) საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში − სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება; ზ) საშეშე მერქნის შემთხვევაში — ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა ან/და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალისწინებული ზედნადები; თ) საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი აღურიცხველი საქონლის შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების აქტი ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

 

გარდა ამისა სასამართლო მიუთითებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტი“. აღნიშნული რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, პირველადი გადამუშავების პროდუქტი არის მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის გადამუშავების შედეგად მიღებული ფიცარი (ჩამოგანული ან ჩამოუგანავი), ძელი, ძელაკი, შპალი, საპარკეტე ფრიზა, შავად ნამზადი დეტალი, დაპობილ-დაჩეხილი სათბობი შეშა, ფანერა (შპონი) ამავე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, ფიცარი არის სიგრძეზე დახერხილი მორის ნაწილი, რომლის სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე მეტი არ არის, ხოლო სიგანე ორჯერ და მეტად აღემატება სისქეს. ფიცარს აქვს ორი განიერი და ორი ვიწრო გვერდი. ამავე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად კი, ძელაკი არის მცირე ზომის ძელი, სიგრძეზე გახერხილი მორის ნაწილი. მისი სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე მეტი არ არის, ხოლო სიგანე ნაკლებია სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება 16.12.2022წ., საქმე №ბს–1154(კ-20)) განმარტებაზე, რომლის თანახმად: „საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზედნადები ივსება საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010წ. №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 25¹.2, 252.2 მუხ.), ამასთანავე, სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით (საგადასახადო კოდექსის 136.4 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში საქონლის გამგზავნი იყო შპს „...ი“, შესაბამისად, სწორედ მას ევალებოდა ზედნადების კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით შედგენა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ტყე ბუნებრივი გარემოს გლობალური ეკოლოგიური მნიშვნელობის უმთავრესი ელემენტია. მას განსაკუთრებული ადგილი უკავია ბიოსფეროს სტაბილურობის რეგულირებაში, აგრეთვე სახელმწიფოსა და მისი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში (საქართველოს ტყის კოდექსი, პრეამბულა), რის გამო ხე-ტყის მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვება და რეალიზაცია მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს შეადგენს. კანონდარღვევით მოპოვებული ხე-ტყე არ არის ბრუნვის ობიექტი და შესაბამისად,მასთან დაკავშირებით გარიგებების დადება არ დაიშვება, რის გამოც კასატორის მითითება, რომ მან კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა ფიცრები და ამიტომ პასუხისმგებლობისგან უნდა გათავისუფლდეს, არ არის დასაბუთებული.ზედნადების შევსებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს ეკისრება არა მხოლოდ ზედნადების ფორმალური შევსებაზე, არამედ მასში სარწმუნო მონაცემების მითითება. ფიცარი ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტთა რიგს განეკუთვნება (10.01.2014წ. N46 დადგენილებით დამტკიცებული „რეგლამენტის“ 2.11 მუხ.), ხე-ტყე, რომელსაც არ აქვს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან დადგენილი წესით არ არის მარკირებული სპეციალური ფირნიშით - უკანონოდ მოპოვებულ ხე-ტყედ ჩაითვლება (10.01.2014წ. №46 დადგენილებით დამტკიცებული „რეგლამენტის“ 13.9 მუხ.). საჯარო ინტერესი გამოიხატება არა მხოლოდ ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების გამორიცხვაში, არამედ შემდგომში უკანონოდ მოპოვებული ხე- ტყის ბრუნვაში ჩართვის დაუშვებლობაში. ხე-ტყის უკანონოდ მომპოვებლის მიერ მისი შემდგომი რეალიზაცია არ ახდენს არამართლზომიერი ხე-ტყის კანონის ფარგლებში მოქცევას. კანონმდებლის მიზანს არ შეადგენს თავდაპირველი რეალიზაციისას გამოწერილი ზედნადების არსებითი მნიშვნელობის მქონე მონაცემების შემდგომი რეალიზაციის დროს გამოწერილ ზედნადებში ავტომატური კოპირება და შემდგომი გამსხვისებლების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება. მეწარმე სუბიექტი მასზე დაკისრებულ ნორმატიულ ვალდებულებათა შესრულებას სათანადო გულისხმიერებით უნდა ეპყრობოდეს. ზედნადების ფორმალური გამოწერა მასში მითითებული არსებითი მნიშვნელობის მქონე მონაცემების უსწორობის პირობებში ფაქტობრივად ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების არარსებობას უტოლდება, რადგან ასეთი ხარვეზებით გამოწერილი ზედნადებიდან შეუძლებელია იმ მონაცემების მიღება, რომელსაც ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებში ნორმატიულად განსაზღვრული დამატებითი გრაფების არსებობა ემსახურება“.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან, საკანონმდებლო რეგულაციებიდან ფაქტობრივი და დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ 2022 წლის 13 მაისს ი/მ-ის მიერ ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირება №ელ----- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების საფუძველზე, წარმოადგენს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობით განსაზღვრულ მოქმედებას, ვინაიდან აღნიშნული სასაქონლო ზედნადების მე-20 სტრიქონში (მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე/მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი) მითითებული იყო ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები №ელ-0623814264/11.10.2021წ., თუმცა დადგენილია, რომ ი/მ-ის 2021 წლის 11 ოქტომბერს შეიძინა და №ელ- 0623814264 ხე-ტყის სასაქოწლო ზედნადების საფუძველზე გადაიტანა მხოლოდ ფიცარი, 2022 წლის 13 მაისს კი, №ელ-0665458846 ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების საფუძველზე მას გადაჰქონდა ფიცარი და ძელაკი. ამასთან დადგენილია, რომ ი/მ-ის მიერ 2021 წლის 11 ოქტომბერს აუქციონზე შეძენილ და ასევე ი/მ-ის მიერ 2022 წლის 13 მაისს ტრანსპორტირებულ ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტებს შორის არის არსებითი განსხვავება პროდუქტის სახეობას, ფორმასა და ზომას შორის.

 

ამდენად, გასაჩივრებული აქტები - სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 25 მაისის №CB1333132 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 26 ივლისის №19791 ბრძანება და საქართველოს ფინანასთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 13 ოქტომბრის №----/2/2022 გადაწყვეტილება გამოცემულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით და შესაბამისად არ არსებობს აღნიშნული აქტების ბათილად ცნობის არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძვლები.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ 2023 წლის 14 თებერვალს სასამართლოში წარმოდგენილი ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ამსახველი 3 (სამი) ფოტოსურათიდან, რომლებიც 2022 წლის 23 მაისის N55286/05/22 ექსპერტიზის დასკვნის ფოტოილუსტრაციის იდენტურია, ერთ-ერთი ფოტოსურათის ზედა ნაწილში მითითებულია - შტრიხკოდი: -----, დარჩენილი დრო: 1-დ 09:13:35, დაწყება/დასრულება -/07/2022 13:00--/07/2022 13:00, ლოტის სტატუსი: მიმდინარე; ერთ-ერთი ფოტოსურათის ზედა ნაწილში მითითებულია - შტრიხკოდი: -----, დარჩენილი დრო: 1-დ 09:13:27, დაწყება/დასრულება -/07/2022 13:00- -/07/2022 13:00, ლოტის სტატუსი: მიმდინარე; ერთ-ერთი ფოტოსურათის ზედა ნაწილში მითითებულია შტრიხკოდი: -----, დარჩენილი დრო: 1-დ 09:13:20, დაწყება/დასრულება -/07/2022 13:00--/07/2022 13:00, ლოტის სტატუსი: მიმდინარე. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ ხსენებული ფოტოსურათების წარმოდგენა ემსახურება სასამართლოს შეცდომაში შეყვანის გზით პასუნისმგებლობისაგან თავის არიდებას, ვინაიდან ფოტოსურათებით თითქოს დგინდება, რომ 2022 წლის 13 მაისს ტრანსპორტირებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტი მომჩივანს შეძენილი აქვს აუქციონზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლო განმარტავს, რომ კანონის მითითებული წორმების შინაარსიდან გამომდინარე, იმ ვითარებაშიც კი, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენისას მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, მოსარჩელე არ თავისუფლდება ვალდებულებისაგან, კონკრეტული მტკიცებულების მითითებისა და წარდგენის გზით დაადასტუროს ის გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ანუ დაასაბუთოს თავისი სარჩელი. სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ შეძლო წარმოედგინა მისი სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელიც სასამართლოს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას მისცემდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე, აქტები სრულად შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინაადმდეგობაში არ მოდის მათი გამოცემის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი.

 

არაქონებრივ დავაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „თ” ქვეპუნქტის თანახმად შეადგენს 100 (ასი) ლარს.

 

7.2. მოსარჩელეს წინამდებარე სარჩელზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300.00 (სამასი) ლარის ოდენობით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300.00 (სამასი) ლარიდან უნდა დაუბრუნდეს 200.00 (ორასი) ლარი, ხოლო 100.00 (ასი) ლარი უწდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-4, მე-12, მე-17, 23-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე მუხლებით, 19, 22-ງ საქართველოს სამოქოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 55-ე, 102-ე, 243–ე, 244-ე, 248–ე, 249–ე, 250-ე, 250 257-ე, 364–ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. -----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. ------ს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300.00 (სამასი) ლარიდან დაუბრუნდეს 200.00 (ორასი) ლარი (საგადახადო დავალება: №3990; გადახდის თარიღი: 24.12.2022 წელი; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300183150; გადამხდელის ბანკი: სს „თიბისი ბანკი“; გადამხდელი: ----- პ/ნ ------; გადახდის დანიშნულება: ჩაითვალოს სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საკითხებზე), ხოლო 100.00 (ასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) სააპელაციო საჩივრის შეტანით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ტარიელ ბალაბანიშვილი

 

სადავო საკითხი:

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება

 

ფაქტობრივი გარემოებები:

მოსარჩელემ მონაწილეობა მიიღო სსიპ სახელმწიფო ქონების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონში, სადაც შეიძინა დახერხილი ფიცარი. აღნიშნული მასალის ნაწილი გამოიყენა პირადი კოტეჯის მშენებლობისთვის, ხოლო დარჩენილი ნაწილი, რომელიც იყო არაერთგვაროვანი ზომების, დაჭრა და გამოიყვანა ისეთი ზომები, რომლებიც იქნებოდა რეალიზაციისთვის შესაფერისი. ტრანსპორტირებისას მოსარჩელის მიერ დაქირავებული მძღოლი შეჩერებულ იქნა საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლების მიერ, მასალა გადატანილ იქნა ჩამორთმეული მასალების განთავსების ადგილზე და მოსარჩელის მიმართ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი სსკ-ის 286-ე მუხლით.

 

გადაწყვეტილება:

საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, წინამდებარე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება:

სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; საქართველოს საგადასახადო კოდექსი; „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანასთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება; საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტი“.