სარგებელი (სახელმწიფოსაგან უსასყიდლოდ მიღებული მომსახურება) N 1813

1813 სარგებელი (სახელმწიფოსაგან უსასყიდლოდ მიღებული მომსახურება) 07.09.2010
№ დოკუმენტი 1813
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

სარგებელი N 1813

ფაქტობრივი გარემოებები

•პირი უსასყიდლოდ სარგებლობს სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტი) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით

•პირს არა აქვს დაბეგრილი უსასყიდლოდ მიღებული მომსახურების ღირებულება

•ვარიანტი 1: პირი სარგებლობს მუნიციპალიტეტის ოფისით

•ვარიანტი 2: პირი სარგებლობს მუნიციპალიტეტის მიწის ნაკვეთით

შეფასება

•ორივე ვარიანტში, პირს უსასყიდლოდ მიღებული მომსახურება საბაზრო ღირებულებით უნდა ჩაერთო ერთობლივ შემოსავალში

•ორივე ვარიანტში, პირს უფლება ჰქონდა გამოექვითა ხარჯები დადგენილი წესით

•მომსახურების უსასყიდლოდ მიმწოდებელს (სახელმწიფოს) საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა

ღონისძიებები

•მომსახურების უსასყიდლოდ მიმწოდებელს (მუნიციპალიტეტს) დამატებითი საგადასახადო ვალდებულება არ დაეკისრება

•უნდა დაზუსტდეს მომსახურების უსასყიდლოდ მიმღების დასაბეგრი მოგება (ზარალი)

•მომსახურების უსასყიდლოდ მიმღები პირი დაჯარიმდება დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის (სსკ-ის 132-ე მუხლი)