N 1456-Vმს-XIმპ - 01/04/2026 - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 01.04.2026
№ დოკუმენტი 1456-Vმს-XIმპ
სტატუსი ასამოქმედებელი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 70-ე მუხლის:

ა) 36 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 37 ნაწილი:

„37. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმებისას (ამ შემოწმების ფარგლებში) ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიმართვის საფუძველზე ფაქტორინგული კომპანიისა და ფაქტორინგული პლატფორმისგან გამოითხოვოს პირის შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 528 მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაცია. ამ ინფორმაციას საგადასახადო ორგანო გამოითხოვს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საგადასახადო ორგანო არ არის უფლებამოსილი, ამ მუხლის მე-3 და 32−37 ნაწილებით გათვალისწინებული ინფორმაცია გადასცეს ამ კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინფორმაცია გადაეცემა სხვა სახელმწიფოს კომპეტენტურ (უფლებამოსილ) ორგანოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი

თბილისი,1 აპრილი 2026 წ.

N1456-Vმს-XIმპ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე