N 467 - 09/06/2010 - „საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – შემოსავლების სამსახურში თანამშრომელთა მიღების (მათ შორის კონკურსის ფორმით) და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №257 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ბრძანებაში ცვლილება 09.06.2010
№ დოკუმენტი 467
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №467

2010 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – შემოსავლების სამსახურში თანამშრომელთა მიღების (მათ შორის კონკურსის ფორმით) და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №257 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – შემოსავლების სამსახურში თანამშრომელთა მიღების (მათ შორის კონკურსის ფორმით) და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №257 ბრძანებით (სსმ III, 31.03.2010, №33, მუხლი 545) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. კონკურსის ჩატარების დროსა და საკონკურსო მოთხოვნებს, აგრეთვე კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.“;

ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:

8. კონკურსის შედეგების გათვალისწინებით გამოვლენილ კანდიდატთაგან ერთ-ერთი ინიშნება შესაბამის თანამდებობაზე;

9. კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ვერ გამოვლინდება შესაბამის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატი.“.

3. მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მუხლი 9. ატესტაციის ჩატარების წესი

1. ატესტაციის ჩატარების დროსა და საატესტაციო მოთხოვნებს, აგრეთვე ატესტაციის ჩატარებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

2. ატესტაცია ტარდება ტესტირების ან/და გასაუბრების გზით.

3. ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით, სამსახურის უფროსი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.“.

 

მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

კ. ბაინდურაშვილი

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე