N 177 - 31/07/2020 - „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 31.07.2020
№ დოკუმენტი 177
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №177

2020 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით (სსმ, №172, 31.12.2010, 200230040.22.033.016103) დამტკიცებული „ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების, ფიქსირებული გადასახადის გადახდისა და ანგარიშგების და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სერტიფიკატის გაცემის წესის შესახებ“ (დანართი №4 )“ ინსტრუქციის მე-2 მუხლის:

1. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საგადასახადო ორგანო განიხილავს განცხადებას და თუ პირი აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და განცხადება სრულყოფილადაა შევსებული, გონივრულ ვადაში გასცემს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სერტიფიკატს (დანართი №2).“.

2. მე-7 პუნქტის “გ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ივანე მაჭავარიანი

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე