საწარმოს კაპიტალში შეტანილი პროცენტის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა N 2422

2422 საწარმოს კაპიტალში შეტანილი პროცენტის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა - (ძალადაკარგული) 15.06.2016
№ დოკუმენტი 2422
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საწარმოს კაპიტალში შეტანილი პროცენტის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა N 2422

ფაქტობრივი გარემოებები

· 2013 წელს საწარმომ განახორციელა 10 000 ლარის პროცენტის გადახდა. პროცენტის მიმღებმა მიღებული პროცენტები შეიტანა პროცენტის გამცემი საწარმოს კაპიტალში. პროცენტის გამცემმა საწარმომ არ გაითვალისწინა სსკ-ის 309-ე მუხლის 31-33 ნაწილებით დადგენილი ნორმები და გადახდილი პროცენტი გადახდის წყაროსთან დაიბეგრა 5% –იანი განაკვეთით

შეფასება

· სსკ-ის მე-60 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, ისარგებლოს საგადასახადო შეღავათით შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის წარმოშობის მომენტიდან მისი მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში. სსკ-ის 309-ე მუხლის 31-33 ნაწილების თანახმად, 2014 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადახდილი პროცენტი დაიბეგრება გადახდის წყაროსთან 0-პროცენტიანი განაკვეთით, თუ კმაყოფილდება ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობა: ა) პროცენტის მიმღებ საწარმოს პროცენტის თანხა შეაქვს პროცენტის გამცემი საწარმოს კაპიტალში; ბ) ამ კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადახდილი პროცენტის გადახდის წყაროსთან 5-პროცენტიანი განაკვეთით დაბეგვრის მოქმედების პერიოდში არ შემცირდება პროცენტის გამცემი საწარმოს კაპიტალი. ამ მუხლის 31 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კაპიტალის შემცირებისთვის დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში კაპიტალში შეტანილი პროცენტი ექვემდებარება დაბეგვრას მისი კაპიტალში შეტანის მომენტისთვის არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ამ მუხლის 31 ნაწილის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად

· იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს კაპიტალის შემცირება შესაძლებელია განხორციელდეს (მოსალოდნელია) მომავალში, პირი უფლებამოსილია, არ გაითვალისწინოს სსკ-ის 309-ე მუხლის 31-33 ნაწილებით დადგენილი ნორმები და გადახდილი პროცენტი გადახდის წყაროსთან დაბეგროს 5% –იანი განაკვეთით

ღონისძიებები

· პირის ქმედებაში სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებით საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება არ განხორციელდება