N 1059-IVმს-XIმპ - 12/11/2025 - „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ4“ ქვეპუნქტი:
„ჰ4) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე, – ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებით მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებულ საქმეზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
თბილისი,12 ნოემბერი 2025 წ.
N1059-IVმს-XIმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე