საწარმოს დაფუძნების წელს გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯის დაბეგვრა N 2605

2605 საწარმოს დაფუძნების წელს გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯის დაბეგვრა 23.02.2017
№ დოკუმენტი 2605
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საწარმოს დაფუძნების წელს გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯის დაბეგვრა N 2605

ფაქტობრივი გარემოებები

· შპს „X“ დაფუძნდა 2017 წლის მაისის თვეში. ამავე წლის ოქტომბრის თვეში მან გასწია წარმომადგენლობითი ხარჯი 600 ლარის ოდენობით. საწარმოს დაფუძნებიდან 2017 წლის ოქტომბრის თვემდე გაწეული ჰქონდა 40 000 ლარის ხარჯი, ხოლო ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, წარმომადგენლობითი ხარჯის (600 ლარის) გარდა, კიდევ გასწია 20 000 ლარის ოდენობით ხარჯი. საწარმოს აღნიშნულ ოპერაციაზე არ მოუხდენია საგადასახადო ანგარიშგება მოგების გადასახადში.

შეფასება

· სსკ-ის მე-8 მუხლის 33-ე ნაწილით განსაზღვრულია საწარმოს წამომადგენლობითი ხარჯი. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ"ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია საგადასახადო კოდექსით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯი. სსკ-ის 984 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საწარმოს დაფუძნების კალენდარულ წელს გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯის ზღვრული ოდენობაა მიმდინარე კალენდარული წლის დასრულებამდე გაწეული ხარჯის 1 პროცენტი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97- ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა მიიღება იმავე ნაწილების შესაბამისად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით განხორციელებული განაცემის/გაწეული ხარჯის ოდენობის 0.85-ზე გაყოფის შედეგად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98- ე მუხლის მიხედვით, მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი.

· მოცემულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდზე მოგების გადასახადში საგადასახადო ანგარიშგების ვალდებულება არ წარმოეშობა, რადგან კალენდარული წლის ბოლოს, როდესაც შესაძლებელი იყო 2017 წლის ხარჯების შეფასება, საწარმოს მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯი კალენდარული წლის განმავლობაში გაწეული ხარჯის 1%-ს არ აღემატებოდა (40000+20000+600)*1%=606).

ღონისძიებები

· საწარმოს ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.

სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც შპს „X“ მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით

ხარჯის ზღვრული ოდენობა გაიანგარიშება ბასს-ის შესაბამისად