N 3352-XIმს-Xმპ - 28/06/2023 - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 28.06.2023
№ დოკუმენტი 3352-XIმს-Xმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) 191-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 ნაწილი:

„71. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21 მუხლის 42 პუნქტით გათვალისწინებულ საპენსიო აქტივებზე, თუ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოთხოვნილია იმავე პუნქტში მითითებული შესაბამისი კანონით განსაზღვრული სუბიექტის მიმართ არსებული სადავო მოთხოვნიდან გამომდინარე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,28 ივნისი 2023 წ.

N3352-XIმს-Xმპ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე