N 4088-რს - 22/07/2015 - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 22.07.2015
№ დოკუმენტი 4088-რს
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) მე-100 მუხლის მე-4 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრისათვის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე გადახდილი ხარჯების ანაზღაურება, გარდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისათვის გადახდილი ხარჯების ანაზღაურებისა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

ქუთაისი,22 ივლისი 2015 წ.

N4088-რს