სასესხო ფასიანი ქაღალდით მიღებული პროცენტის დაბეგვრა N 2121

2121 სასესხო ფასიანი ქაღალდით მიღებული პროცენტის დაბეგვრა - (ძალადაკარგული) 26.10.2010
№ დოკუმენტი 2121
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

სასესხო ფასიანი ქაღალდით მიღებული პროცენტის დაბეგვრა N 2121

ფაქტობრივი გარემოებები

•2010 წელს ფიზიკურმა პირმა საფონდო ბირჟის ლისტინგში დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიიღო შემოსავალი

•საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული (ბირჟის მონაცემით) სიის შესაბამისად აღნიშნული სასესხო ფასიანი ქაღალდების თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი აღემატება 25 პროცენტს (სსკ 196 მუხლი)

•პროცენტის სახით განაცემი აგენტის მიერ არ დაიბეგრა გადახდის წყაროსთან და პროცენტის მიმღების მიერ არ არის შეტანილი ერთობლივ შემოსავალში

•2011 წელს დადგინდა, რომ ემიტენტის (არ არის ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტი) მიერ საფონდო ბირჟისათვის მიწოდებული ინფორმაცია არასწორია - თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი არ აღემატება 25 პროცენტს

შეფასება

•თუ დაცული იქნებოდა სსკ 196-ე მუხლის მე-6 ნაწილის პირობა:

- აგენტს არ ქონდა გადახდის წყაროსთან პროცენტის დაბეგვრის ვალდებულება

- პროცენტი ერთობლივ შემოსავალში შეტანას არ ექვემდებარებოდა

•საფონდო ბირჟისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებით გამოწვეული შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების დაფარვა უნდა უზრუნველყოს ემიტენტმა (საგადასახადო აგენტმა)

ღონისძიებები

•საფონდო ბირჟისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებისათვის ემიტენტის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სსკ 1422 მუხლით დადგენილი სანქცია

•საგადასახადო აგენტს უნდა დაერიცხოს დაუკავებელი გადასახადი და ჯარიმა სსკ 134-ე და 132-ე მუხლების მიხედვით

•პროცენტის მიმღებ ფიზიკურ პირს საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშვება და არც დაჯარიმდება დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით