საწარმოს კაპიტალიდან სახელმწიფოს მიერ აქტივის ამოღება (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა, მიწა, ამორტიზაციას დაქვემდებარებული ძირითადი საშუალება და ავტომანქანა) N 0721

0721 საწარმოს კაპიტალიდან სახელმწიფოს მიერ აქტივის ამოღება (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა, მიწა, ამორტიზაციას დაქვემდებარებული ძირითადი საშუალება და ავტომანქანა) - (ძალადაკარგული) 16.11.2010
№ დოკუმენტი 0721
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საწარმოს კაპიტალიდან სახელმწიფოს მიერ აქტივის ამოღება N 0721

ფაქტობრივი გარემოებები

· სახელმწიფომ საწარმოს კაპიტალიდან ამოიღო აქტივი. სახელმწიფოს წილი საწარმოში 50 პროცენტზე მეტს შეადგენს

· ვარიანტი I: ამოღებულია სასაქონლო - მატერიალური ფასეულობა

· ვარიანტი II: ამოღებულია მიწის ნაკვეთი

· ვარიანტი III: ამოღებულია შენობა, რომელიც გამოიქვითვებოდა ამორტიზაციის დარიცხვით

· ვარიანტი IV: ამოღებულია სატრანსპორტო საშუალება, რომელიც იქვითვებოდა ამორტიზაციის დარიცხვით

· არც ერთ ვარიანტში ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრული არ არის

შეფასება

· სახელმწიფოს მიერ საწარმოს კაპიტალიდან აქტივების გამოტანა, რომლის წილი ამ საწარმოში 50 პროცენტზე მეტია საქონლის მიწოდებად არ ითვლება (სსკ მუხლი 204). ამასთან, ასეთ მიწოდებაზე გაწეული ხარჯი არ გამოიქვითება (სსკ მუხლი 178 "დ")

· აღნიშნულ ოპერაციებზე დღგ-ის ჩათვლა გაუქმებას არ ექვემდებარება (სსკ მუხლი 247. 5)

ღონისძიებები

· I ვარიანტში ამოღებულ სასაქონლომატერიალურ ფასეულობაზე გაწეული ხარჯი უნდა აღსდგეს საწარმოს ერთობლივ შემოსავალში (შემცირდეს ხარჯი)

· II ვარიანტში გადაცემულ მიწაზე საგადასახადო ვალდებულება არ წარმოიშობა

· III ვარიანტში გადაცემული შენობის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი განულდება ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის გარეშე

· IVვარიანტში: უნდა შემცირდეს ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი სატრანსპორტო საშუალების ნარჩენი ღირებულებით, რომელიც უნდა განისაზღვროს ლიზინგის საგნის დაბრუნების შემთხვევის ანალოგიურად (სსკ მუხლი 183.15)

· ზემოაღნიშნული პრინციპების გათვალისწინებით უნდა დაზუსტდეს დასაბეგრი მოგება და კუთვნილი გადასახადი. გადასახადის შემცირების შემთხვევაში პირი დაჯარიმდება სსკ 132-ე მუხლის შესაბამისად