N 467 - 19/10/2017 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 19.10.2017
№ დოკუმენტი 467
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №467

2017 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. 111 და 113 მუხლები ამოღებულ იქნეს.

2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ მე-14 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

#assignedTableId-1679720938587 {null margin: 0 auto !important; }

„14

საგადასახადო ორგანოს მიერ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემა (გარდა 48-ე და 49-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

90 კალენდარული დღე

10 000 ლარი (გარდა რეზიდენტი ფიზიკური პირებისა);

რეზიდენტი ფიზიკური პირებისათვის − 5 000 ლარი.

შენიშვნა: ამ გრაფის მიზნებისათვის, ფიზიკური პირის რეზიდენტობა განისაზღვრება წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის თაობაზე მოთხოვნის წარდგენის წინა კალენდარული (საგადასახადო) წლის მიხედვით“

“.

 

მუხლი 2

დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი არ ვრცელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის მე-19 მუხლით გათვალისწინებული წესით სსიპ − შემოსავლების სამსახურში 2018 წლის 1 იანვრამდე წარდგენილ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის მოთხოვნებზე.

 

მუხლი 3

1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.

 

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი